მოდის ფრანგული კონგლომერატი, ”Kering” მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. ახალ ანგარიშზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შემდეგ, „ქერინგი“ მზარდ ციფრებს უბრუნდება.
გასულ წლის დროის ამ მონაკვეთთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და 4.92 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეტიც, 2021 წლის აპრილი, მაისი, ივნისის მონაკვეთში, ფრანგული კონგლომერატის გაყიდვებმა 11%-ით გადააჭარბა 2019 წლის იგივე პერიოდის შედეგს. ეს ნიშნავს, რომ „ქერინგში“ არა მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დაძლიეს, არამედ დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგეს კიდევ უფრო წარმატებული მომავლისთვის.
ამჯერადაც, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბრენდებიდან, „ქერინგის“ გაყიდვების მთავარ ძალას Gucci-ს მოდის სახლი წარმოადგენს. 4.92 მილიარდი დოლარიდან, თითქმის ნახევარი, „გუჩის“ ბრენდის ფინანსური შედეგია. უცვლელი რჩება ის რეგიონებიც, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ამ იტალიური ბრენდის წარმატებაში. ესენია აზია და ჩრდილოეთ ამერიკა.
ანგარიშებიდან ირკვევა, რომ წლის მეორე მეოთხედში, „გუჩის“გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 86% -იანი ზრდა აჩვენა.
Gucci Gucci
რაც შეეხება Kering-ის სხვა ბრენდებს, არაჩვეულებრივი შედეგი აქვთ: Bottega Veneta-ს, Saint Laurent-ს და Balenciaga-ს.