Vogue-ის ბრიტანულმა გამოცემამ 2022 წლის თებერვლის ნომერი გამოაქვეყნა. გარეკანზე აფრიკელი მოდელები ცნობილი ბრენდების ახალ კოლექციებში არიან გამოსახულნი.
“ეს გოგონები ხელახლა განსაზღვრავენ, თუ რას ნიშნავს იყო ტოპ მოდელი. იცით რასაც ვგულისხმობ, მოდა ხომ მიდრეკილია გაჰყვეს ტალღების დინებას. ჩვენ გვქონდა ბრაზილიური ტალღა, ჰოლანდიური, რუსული, აღმოსავლეთ ევროპის ტალღა… და ახლა, მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ, უფრო დიდ ადგილს ვანიჭებთ აფრიკულ სილამაზეს.”
– ედვარდ ენინფული, ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი.
გასულ ათწლეულში, მოდაში მრავალფეროვნების მხრივ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პოდიუმსა და ჟურნალებში ფერადკანიანი მოდელების რაოდენობამ იმატა და აქამდე რეკორდულ მაჩვენებელსაც მიაღწია. სამხრეთ სუდანელი სუპერმოდელი, ადუთ აკეჩი თანამედროვე სამოდელო ბიზნესის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. სწორედ ადუთი ამშვენებს ბრიტანული ვოგის ახალი ნომრის სოლო გარეკანს.
ჯგუფურ გარეკანზე მოდელებმა BALENCIAGA მოირგეს. რაც შეეხება ადუთს სოლო გარეკანზე, მას ლუი ვიტონის 2022 წლის ზაფხულის კოლექცია აცვია.
კოლექცია: Saint Laurent გაზაფხული/ზაფხული 2022
კოლექცია: LOEWE გაზაფხული/ზაფხული 2022