ჯილ სანდერი დამატებითი ხაზის Jil Sander Navy გამოშვებას წყვეტს
Jil Sander Navy, რომელიც ბრენდმა პირველად 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგინა გაყიდვაში აღარ ჩაეშვება. ხაზი მოიცავდა ურბანულ სტილს – ჟაკეტებს, ზედებს, ბლუზებს, კაბებს. როგორც ცნობილია, გაზაფხული/ ზაფხული 2019-ის კოლექცია საბოლოო იქნება.
ჰეილი ბიბერი სილამაზის ხაზს ”Bieber Beauty” უშვებს
მოდელმა და ინფლუენსერმა, ჰეილი ბიბერმა გადაწყვიტა სილამაზის ხაზი გამოუშვას. როგორც ცნობილია, ჰეილიმ ”Bieber Beauty” უკვე დაარეგისტრირა. დეტალები ცნობილი არ არის. ჰეილი და ჯასტინ ბიბერები მოდაში აქტიურად არიან ჩართულები – ჰეილი და მისი ქმარი, ჯასტინ ბიბერი ამერიკული ვოგის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდნენ, ხოლო ჯასტინს ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს ”Drew”.
ალექსა ჩანგმა Barbour-ისთვის კაფსულა კოლექცია შექმნა
ბრიტანელმა მოდელმა და უკვე დიზაინერმაც, ალექსა ჩანგმა Barbour-ისთვის კაფსულა კოლექცია შექმნა, რომელიც მაღაზიებსა და ონლაინ საიტებზე ივნისში იქნება ხელმისწავდომი. კოლექცია მოიცავს ჟაკეტებს, მოსაცმელებს, ჩანთებსა და ქუდებს. როგორც ცნობილია, ალექსამ ბრენდთან ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ალესანდრა ამბროსიო საცურაო კოსტიუმების ხაზს GAL Floripa ქმნის
ვიქტორია სეკრეტის ყოფილმა ანგელოზმა, ბრაზილიელმა ალესანდრა ამბროსიომ, მის საუკეთესო მეგობართან და დასთან პარტნიორობით საცურაო კოსტიუმების ხაზი GAL Floripa შექმნა. როგორც ინტერვიუში აღნიშნა, ყველაფერი სამხრეთ ბრაზილიაში მზადდება, დაწყებული ქსოვილებიდან, რომელიც საცურაო კოსტიუმების დასამზადებლად გამოიყენება და ძირითადად ბრაზილიის ბაზარზეა ორიენტირებული. ასევე აღნიშნა, რომ ბრენისთვის მეორე კოლექციაზე უკვე მუშაობენ, მაგრამ ახლა პირველი კოლექციის გამოშვებაზე არიან კონცენტრირებულნი. მოდელმა განაცხადა, რომ ვიქტორია სეკრეტში მუშაობის გამოცდილება ძალიან ადგება, რადგან ასწავლა იდეალური ზომის არჩევა.
”ვიქტორია სეკრეტი ლამაზი, სექსუალური ბრენდია. ჩვენ ხაზსაც უნდა ჰქონდეს სექსუალურობის ელემენტი და ეს ძალიან მომწონს, რადგან ყოველთვის შეგვიძლია ამის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება”- განაცხადა ბრაზილიელა მოდელმა.