ჰარი სტაილსის კუთვნილი კარდიგანი სამუზეუმო ექსპონატად იქცა. ის მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მუზეუმმა  – V&A-მ (Victoria and Albert Museum) შეიძინა. ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰარი სტაილსის კარდიგანი  TikTok-ზე ახალი ვირუსული ტრენდის მიზეზი გახდა. საქმე ის არის, რომ 2020 წლის თებერვალში, სტაილსი ბრიტანული ბრენდის – JW Anderson-ის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ამ მოდელით სატელევიზიო გადაცემა  Today Show-ის რეპეტიციაზე გამოჩნდა. ფოტოების გავრცელებას კი მოჰყვა ვიდეოები, რომლებშიც ტიკტოკერები მოსაცმელს ქსოვენ, შემდეგ იცვამენ და ასე პოზირებენ კამერასთან. 

TikTok-ის ვიდეოების  და მათი ასეთი პოპულარობის ლოგიკურ მიზეზებს დიდი ხანია აღარავინ ეძებს, თუმცა, ამ ფაქტმა მედიის ყურადღება ნამდვლად მიიქცია. ვიდეოების ნახვებმა  2020 წლის დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, ჯამში   43 მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ სტაილსის კარდიგანის კამერის წინ ქსოვა TikTok-ის კრეატორებმა ერთგვარ ჩელენჯად აქციეს, ჰეშთეგით #harrystylescardigan ვიდეოები ყოველდღე ემატება, შესაბამისად იზრდება ნახვების რაოდენობაც. 

TikTok-ს თანამედროვე ციფრულ სამყაროზე, და მითუმეტეს, ციფრულ მარკეტინგზე უდიდესი გავლენა რომ აქვს, ეს უკვე ცხადია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ვირუსულ ტრენდს, მოდის სახლიც გამოემხაურა – JW Anderson-მა ინტერნეტში კარდიგანის ქსოვის ტუტორიალი გაავრცელა. 

როგორც Victoria and Albert Museum-ის წამრომადგენლებმა აღნიშნეს, ჰარი სტაილსი ერთ-ერთი ის სელებრითია, რომელსაც სტილზე, მოდის ტრენდებზე უდიდესი გავლენა აქვს. ის თანამედროვე პოპკულტურაში Fashion Icon-ის სტატუსს ატარებს. სწორედ ამიტომ, სიმბოლურია, რომ მისი კუთვნილი კარდიგანი ხელოვნებისა და დიზაინის წამყვანი მუზეუმის მუდმვივი ექსპოზიციის ნაწილი გახდება. აღნიშნული ექსპოზიცია მსოფლიო მოდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ნივთებს ეძღვნება.