ფრანგულმა მოდის სახლმა ახალი შემოქმედებითი დირექტორი წარადგინა – 2023 წლიდან ნინა რიჩის ინგლისელი დიზაინერი ჰარის რიდი უხელმძღვანელებს. რიდი ცნობილია ავანგარდული და გენდერულად ნეიტრალური კოლექციებით. ბრენდის არჩევანს თამამად შეგვიძლია არაპროგნოზირებადი ვუწოდოთ, თუმცა ერთი რამ ცხადია – ფრანგულ მოდის სახლსა და ინგლისელ დიზაინერს შორის არსეული ერთგვარი დისბალანსი მღელვარებას და ინტერეს იწვევს. აღსანიშნავია, რომ რიდი ბრენდის ძალიან პოპულარულ პარფიუმერიის ხაზსაც უხელმღვანელებს.
ჰარის რიდი Nina Ricci-ში თავის სადებიუტო კოლექციას 2023 წლის თებერვალ – მარტში წარადგენს.