გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც არაერთი წყარო იუწყება, თითქმის 6 წლიანი რთული ურთიერთობა წყვილმა მას შემდეგ დაასრულა, რაც ზეინის მხრიდან ჯიჯიზე და ჯიჯის დედაზე, იოლანდაზე ძალადობის შესახებ გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ზეინმა სოციალური ქსელების მეშვეობით უარყო ძალადობის ფაქტი, დღეს TMZ იუწყება, რომ სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ზეინმა ფაქტობრივად აღიარა დანაშაული, თუმცა არა პირდაპირ. მას წაუყენეს ბრალი ჯიჯის ვერბალური შეურაცხყოფისთვის და იოლანდა ჰადიდის ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, თუმცა ზეინმა გადაწყვიტა უარი ეთქვა სასამართლო პროცესის გამართვასა და მასში მონაწილეობაზე, რაც სრულად არ ნიშნავს ბრალის აღიარებას. შესაძლოა მომღერლის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ უკავშირდება 1 წლის შვილის, კაის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

Gigi Hadid’s Instgram

კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც იოლანდა ჰადიდმა TMZ-სთვის ზეინისა და ჯიჯის შვილის ფოტოების მიყიდვა გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც ჯიჯი ჰადიდი პარიზში მოდის კვირეულის დროს იმყოფებოდა, იოლანდა ჯიჯისა და ზეინის სახლში მივიდა, რათა ამ საკითხზე ესაუბრა ზეინთან, რასაც მისი გაბრაზება მოჰყვა.

ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.