3 ივნისს ბრუკლინის მუზეუმში მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოვება CFDA Awards გაიმართება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდის აიქონის ჯილდოს ამერიკელ მომღერალს და მსახიობს, ჯენიფერ ლოპესს, გადასცემენ. გასულ წლებში მოდის აიქონის ჯილდო მიღებული აქვთ: რიანას, ნაომი ქემბელს, ქეით მოსს, იმანს და ბიონსეს.

”ჯენიფერ ლოპესი სამოსით გამოხატავს თავდაჯერებულობასა და ძალაუფლებას. დიზაინერები და ფანები ყოველთვის ელოდებიან, თუ რას ჩაიცვამს ის,” – განაცხადა CFDA -ს თავჯმდომარემ, დაიან ვონ ფურშტენბერგმა.

”ჯენიფერის სტილი გაბედული, თავისუფალი და ყოველთვის დასამახსოვრებელია. დიზაინერებს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენი დაჯილდოების წევრები არიან, მოსწონთ მისი შემოსვა როგორც სცენაზე, ისე მის მიღმა,”- სტივენ კოლბი, CFDA -ს პრეზიდენტი.

გავიხსენოთ ჯენიფერის ყველაზე გამორჩეული მოდური მომენტი წითელი ხალიჩიდან, როდესაც ის ვერსაჩეს შიფონის კაბით წარსდგა გრემის 42-ე დაჯილდოებაზე 2000 წელს. კაბა, რომელსაც V ფორმის ღრმა დეკოლოტე და ტროპიკული მცენარეების პრინტები ამშვენებდა, ვერსაჩეს 1999 წლის ჩვენებაზე სუპერმოდელმა ამბერ ვალეტამ მოირგო. როგორც ცნობილია, 2000 წელს ხალხი ძალიან ხშირად ეძებდა ”ჯენიფერ ლოპესის მწვანე კაბას” გუგლში, რის შემდეგაც კომპანიის პრეზიდენტს გუგლის საძიებო სისტემაში ფოტოთი ძებნის იდეა დაებადა.

ვერსაჩეს Pre-Fall 2019 წლის კოლექციისთვის დონატელამ ამ კაბის ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, რომელიც კვლავ ამბერ ვალეტამ მოირგო:

Amber Valletta in Versace Spring 2000 and Pre-Fall 2019
Photos: Indigital.tv; Alessandro Lucioni / Gorunway.com

დაჯილდოების სხვა ნომინანტები კი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე