ამერიკული ვოგი დონატელა ვერსაჩეს წერილს აქვეყნებს
„როცა ამას ვწერ, ყველა თქვენგანის უსაფრთხოებაზე და კარგად ყოფნაზე ვფიქრობ. მინდა იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არავინ არის, ამ წერილით სწორედ ამის თქმა მინდა.
აქ მილანში და მთელ ქვეყანაში, იტალიის მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები დაგვიწესა, რათა იმ ვირუსის გავრცელება შეფერხდეს, რომელიც ბევრმა სათანადოდ ვერ შეაფასა. ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა და იმ ეტაპამდე მივედით, როდესაც საკუთარი სახლების დატოვება მხოლოდ განაკუთრებულ შემთხვევებში შეგვიძლია: სამსახურში წასასვლელად – იმ შემთხვევაში თუ შენი სამუშაო საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია – და საჭმლის ან მედიკამენტების საყიდლად. სხვა ყველაფერი აიკრძალა.
მილანი მოჩვენებების ქალაქს ჰგავს. არმია და პოლიცია აკონტროლებენ ყველა იცავს თუ არა მითითებებს და ძალიან ვამაყობ იტალიის მთავრობით ეს ღონისძიებები რომ გაატარა. ამ სიტუაციის მიუხედავად, ასეთი ერთობა ჯერ არასოდეს გვიგვრძვნია და ყველას გვესმის, რომ გასაჭირს იმ შემთხვევაში დავძლევთ თუ ერთად ვითამაშებთ, როგორც გუნდი. როგორც ჩემი საყვარელი გუნდი – ინტერი მილანი!
ჩვენი ექიმები და ექთნები გასული კვირების განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობენ, საკაცეებზე სძინავთ და თავიანთ სიცოცხლეს იღებენ ჩვენის გადასარჩენად. ჩვენმა საავადმყოფოებმა თავიანთ ლიმიტებს გადააჭარბებს, ჩვენ კი მათი და ყველა იმ ადამიანის გვმართებს, ვინც ამ პანდემიას ულმობლად და გმირულად ებრძვის, რომ რაც გვევალება ის შევასრულოთ.
ჩვენთვის უკვე მესამე კვირაა და ვიცი – ვიცი – არ არის მარტივი.
ვიცი არ არის მარტივი, როცა არ შეგიძლია პარკში სარბენად გასვლა ან სავარჯიშო დარბაზში წასვლა, ან ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვა.
ვიცი, რომ ზოგი ჩვენგანისთვის ეს მარტო ყოფნას ნიშნავს და რომ ეს კიდევ უფრო რთულია.
ვიცი, ყველას გვაშინებს მომავალი, გაურკვეველ მდგომარეობაში კი იმ პასუხებს ვერ ვპოულობთ, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება.
მაგრამ იმედი გაჩნდა: გუშინ, პირველად მას შემდეგ, რაც ეს პანდემია დაიწყო, დაინფიცირებულთა რაოდენობამ და სასიკვდილო მაჩვენებელმა იკლო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, ჩემთვის ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: მიღებული ზომები როგორც იქნა ამართლებს.
ამიტომ, გემუდარებით, რომ მოუსმინოთ იმას, რისი გაკეთებისკენაც თქვენი მთავრობა მოგიწოდებთ, რომ ერთმანეთზე სახლში დარჩენით იზრუნოთ და კავშირის შესანარჩუნებლად ტექნოლოგია გამოიყენოთ.
გთხოვთ, დარწმუნდით, რომ თქვენი მეგობრები და საყვარელი ადამიანები თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ არიან.
მართალია, რომ ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვალა, მაგრამ საკმაოდ გაგვიმართლა, რომ ჩვენი სახლების უსაფრთხო გარემოში ნებისმიერი რამის კეთება შეგვიძლია: ვარჯიში, მუშაობა, იმ ხალხთან კონტაქტის შენარჩუნება, ვინც გვიყვარს.
თუ ყველანი დავიცავთ ამ მარტივ წესებს, ამ ვირუსს მალე დავამარცხებთ და ისევ დავიწყებთ მსოფლიოს ხელახლა აშენებას. და შეიძლება ეს ჩვენი შანსია გამოვასწოროთ რაღაცები, სანამ…
მენატრებით!
მილანიდან, დიდი სიყვარულით,
დონატელა.“