2021 წელს შანელს ახალი ბრენდ ამბასადორი ეყოლება – მონაკოს საფემო ოჯახის წევრი და ლეგენდარული მსახიობის, გრეის კელის შვილიშვილი, შარლოტა კაზირაგი.
“ურთიერთობის გამყარების ნიშნად, რომელიც კარლ ლაგერფელდმა დაიწყო და ახლა ვირჯინია ვიარდი აგრძელებს, რომელიც ეფუძნება მეგობრობასა და ნდობას, შარლოტა კაზირაგი 2021 წლიდან შანელის ოფიციალური წარმომადგენელი გახდება.” ნათქვამია შანელის ინსტაგრამ პოსტში. “იგი იქნება გაზაფხული/ზაფხულის 2021 წლის კამპანიაში და შანელთან და ვირჯინიასთან ერთად წარადგენს ახალ პროექტს ‘Les Rendez-vous littéraires rue Cambon’ ანუ “ლიტერატურული შეხვედრები რუ კამბონზე”, რომელიც მიეძღვნება გაბრიელ შანელისა და კარლ ლაგერფელდის სიყვარულს ლიტერატურის მიმართ.

პროექტის ფარგლებში, ღონისძიებები, რომლებსაც შარლოტა წაუძღვება, ყოველთვიურად გაიმართება კოკო შანელის პირად ბინაში, რომელშიც შანელის ბუტიკი მდებარეობს.
შავ-თეთრ ვიდეოში პრინც ალბერტის უფროსი შვილიშვილი აღნიშნავს, რომ ის “თითქოს შანელში დაიბადა” და რომ ყოველთვის ემახსოვრება დედამისის ფოტოები შანელის სამოსში, რომლებიც კარლ ლაგერფელდმა გადაიღო და როდესაც პრინცესა კაროლინა შარლოტაზე იყო ორსულად.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს შარლოტას საქორწილო კაბა კარლ ლაგერფელდის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი გახდა.