ყველა სიახლე და ცვლილება, რომელიც 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოდაში გაჩნდა, 2021 წელსაც აქტუალური იქნება. მოდის კვირეულის ფარგლებში ვხვდებით ფიზიკურ, ონლაინ და ჰიბრიდულ ღონისძიებებს, თუმცა ამ სეზონზე სიახლეს უნდა ველოდოთ, რადგან Fashion Film Festival Milano მოდის კვირეულს ოფიციალურად შეუერთდება. ფილმის ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები მოდის შესახებ. ფესტივალი ექვსი წლის წინ კოსტანცო ეტრომ დააარსა.

მოდის სახლებს, რომლებმაც ჩვენებები, სექტემბერში, ფიზიკურად ჩაატარეს, ამ სეზონზეც ფიზიკური ჩვენებები ექნებათ: Fendi, Etro, Dolce&Gabbana. Ermenegildo Zegna ჰიბრიდულ ვარიანტს გვთავაზობს, ლაივ-ჩვენებითა და წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს შერწყმით.
მიუჩია პრადასა და რაფ სიმონსის მეორე საერთო კოლექციას მოდის სახლი 17 იანვარს ვიდეოს სახით წარადგენს, იტალიის დროით დღის 2 საათზე. ვიდეო-პრეზენტაციები ექნებათ A-Cold-Wall-ს, Sunnei-სა და MSGM-ს. რაც შეეხებათ Giorgio Armani-სა და Dsquared2-ს, მათ ამ სეზონზე ჩვენება არ ექნებათ, ისევე როგორც Bottega Veneta-ს, რომელიც Kering-ის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი მოდის სახლია.

გლობალურ მოდის კალენდარში კიდევ ბევრი ცვლილებაა, მაგალითად, ლონდონის მამაკაცის მოდის კვირეული მთავარ მოდის კვირეულს უერთდება და ჩატარდება მხოლოდ ერთი, გენდერულად ნეიტრალური მოდის კვირეული. ასევე, მილანის მამაკაცის მოდის კვირეულამდე პიტი უომო ჩაუშვებს ახალ ონლაინ-ფლატფორმას CONNECT-ს, რომელიც მომავალში, მოგზაურობის აკრძავლების შემსუბუქების შემდეგ, ფიზიკურადაც იქნება წარმოდგენილი.