ერთადერთი ადამიანი, ვინც გასული 3 ათწლეულია ყველა ჩვენებას მზის სათვალით აკვირდება, ღამით, თუ დღისით, ვოგის ლეგენდარული რედაქტორი, ანა ვინტურია. სიმბოლურია, რომ ბალენსიაგას 2021 წლის ზაფხულის Pre-კოლექცია, რომლის მთავარი ღირსება მარტივ, თუმცა ეფექტურ კონცეფციასთან ერთად, ლოიკ გომეზის მიერ შესრულებული საუნდტრეკი, “Sunglasses At Night” იყო, ვინტურმა დააანონსა.

კანადელი მუსიკოსის, Corey Hart – ის 80-იანი წლების ჰიტის ქავერზე, დემნა გვასალიამ ბალენსიაგას „ახალი“ კოლექცია პარიზის ქუჩებში წარადგინა. ახალი ბრჭყალებში, რადგან ქართველმა დიზაინერმა ბალენსიაგას კალენდარი კიდევ ერთხელ შეცვალა. დემნამ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულზე, მთავარი RTW კოლექციის ნაცვლად, წინა სეზონის გაგრძელება, “Pre-Summer 2021” შემოგვთავაზა. გვასალიამ ცვლილების შესახებ სიახლე ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, WWD – ისთან ინტერვიუში გააჟღერა. როგორც ცნობილია, “Ready To Wear” ხაზის მთავარ კოლექციას Balenciaga დეკემბერში წარადგენს.

ცვლილებების განხორციელებაში კორონავირუსის პანდემიამ აღსანიშნი როლი ითამაშა, თუმცა ქართველი დიზაინერი კოლექციების წარდგენის ახალ მოდელზე გასული წლიდან ფიქრობდა.

დემნა გვასალია:

„ჩემს თანამედროვე აუდიტორიას ნამდვილად არ უნდა ჩაიცვას, როგორც დიდგვაროვანმა, რომელიც კრიკეტის საყურებლად მიდის. ჩემი მიდგომა მოდისადმი დაფუძნებული სამოსის ანთროპოლოგიაზე, დრეს კოდებზე და იმაზე, თუ როგორ არჩევანს აკეთებენ “ქვეითები” ჩაცმისას. ქუჩის კულტურა უფრო მეტად შთააგონებს ჩემს შემოქმედებას, ვიდრე რომელიმე წარმოსახვითი ელიტისტური იდეა იმაზე, თუ როგორი “უნდა” იყოს მოდა – იდეა, რომელიც ვიღაცამ 50 წლის წინ განსაზღვრა.

ეს არის გზავნილი მოდისგან, რომელიც წინ მიიწევს, იწყებს ახალ მოგზაურობას ღამის სიბნელეში. ეს არის იმედის და წინსვლის გზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დროს ზუსტად არ ვიცით საით მივდივართ.

არასდროს მსიამოვნმებდა მოდის მთელი ეს ცირკი თავისი ზედაპირული ხასიათით. ამიტომ ჩემთვის რთულია მოდის ეს მხარე მომენატროს. თუმცა, მენატრება რეალურ ცხოვრებაში ადამიანებთან თვალით კონტაქტი, მენატრება ჩემი გუნდი – მათი სახეების დანახვა ნიღბების გარეშე, მენატრება იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც ჩემს ტანისამოსს ატარებენ. მენატრება მღელვარება შოუმდე 5 წუთით ადრე. არის ჩვენი ცხოვრების ასპექტები, რომლებსაც ვერ ჩავანაცვლებთ მობილური მოწყობილობებით და ვიდეო ზარებით, – ეს არის ძირითადი ასპექტები, რომლებიც ჩვენს ადამიანურ ყოფას განსაზღვრავს. ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ამ მდგომარეობას, იმედი მაქვს – ახლო მომავალში“.

ბალენსიაგას ახალ პროექტში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემ, რომელიც წარულში გუჩის, მუგლერის და სხვა ცნობილი ბრენდების მოდელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მარიშამ ბალენსიაგასთან პირველად ითანამშრომლა.

View this post on Instagram

Thank you @balenciaga ???

A post shared by Marisha Urushadze (@1marisha_) on

View this post on Instagram

#데이즈드패션위크21SS BALENCIAGA @balenciaga @demnagvasalia ‘I wear my sunglasses at night’. 모두가 선글라스를 쓴 채 끝없는 파리의 밤 거리를 걷습니다. 때론 터프하게 때론 부드럽게 말이죠. 이들은, 또 우리는 어디를 향하고 있는 걸까요. 뎀나는 이번시즌에도 자신만의 개성을 컬렉션에 고스란히 담았습니다. 지속가능한 소재들을 베이스로 슬라이드와 힐을, 쇼츠와 와이드 팬츠를 믹스했고, 과장된 어깨라인 등의 기존 관습을 깨는 뎀나식 해체주의는 여전했죠. 결국 그가 찾은 가장 도발적이면서 창의적인 안식처는 우리 모두의, 그가 사랑하는 사람들의 품 안이었습니다. #Balenciaga #2021SUMMER #ParisFashionWeek #PFW

A post shared by 데이즈드 코리아 DAZED KOREA (@dazedkorea) on

Balenciaga Summer 2021 Pre-Collection

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: Demna Gvasalia

დიზაინ სტუდიის დირექტორი: Martina Tiefenthaler

მოდის რედაქტორი / სტილისტი: Laëtitia Gimenez

რეჟისორი: Walter Stern ⁣

ორიგინალი მუსიკის ქავერი: BFRND

ვიზაჟისტი: Inge Grognard

ვარცხნილობის სტილისტი: Holli Smith