ლუი ვიტონის 2008 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება მოდაში 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია. არაერთი მიზეზის გამო ამ უმნიშვნელოვანეს შოუზე 13 წლის შემდეგაც საუბრობენ და ისევ მიიჩნევენ მარკ ჯეიკობსის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შეთავაზებად.
მარკმა ამ ჩვენებისთვის რიჩარდ პრინცთან ითანამშრომლა და ერთობლივად მოახდინეს არტისტის შესრულებული ექთნების სერიის ცოცხალი ინტერპრეტაცია პოდიუმზე და ლუი ვიტონის საკულტო მონოგრამაც ხელახლა გააცოცხლეს.
ჩვენება 12 წარმატებული და ყველასათვის კარგად ნაცნობი მოდელის გამოსვლით დაიწყო, რომლებიც სექსუალური ექთნების როლში მოგვევლინნენ. მათ სახეს ნახევრად ფარავდა მაქმანებიანი ქირურგიული ნიღბები და ექთნის ქუდები, რომლებზეც ბრენდის სახელის შემადგენელი ასოები იყო წარმოდგენილი.
მარცხნიდან მარჯვნივ: Stephanie Seymour, Eva Herzigova, Rianne Ten Haken, Anne Vyalitsyna, Carmen Kass, Natalia Vodianova, Angela Lindvall, Isabeli Fontana, Karolina Kurkova, Lara Stone, Nadja Auermann, Naomi Campbell.
ჯეიკობსისთვის შოუს კიდევ ერთი შთაგონება ანიმაციური პერსონაჟი სპანჯბობი იყო. ნამდვილად მოულოდნელი გადახვევაა. ამის აშკარა რეფერენცია ჩვენებაზე გამოყენებული ფერები იყო, პირდაპირი მინიშნება კი დიზაინერის ჩვენების ბოლოს გამოსვლას უკავშირდება.
კოლექცია მოიცავდა ქურთუკების განსხვავებულ ვარიაციებს, უბრალო კარდიგანების გამოყენებით აწყობილ შთამბეჭდავ ლუქებს, ზოლებიან მაისურებს და ქვედაბოლოებს, პასტელურ ტონალობებში წარმოდგენილი გამჭირვალე სამოსს, პიჯაკების სხვადასხვა დიზაინს და ტიულის საღამოს კაბებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კოლექციაში კი ჩანთებს ჰქონდა.
My very own Louis Vuitton!
დიახ, ფილმ Sex And The City-დან კარგად ნაცნობი ლუი ვიტონის ჩანთა სწორედ ამ კოლექციიდან არის. რიჩარდის და მარკის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ეს აქსესუარი სრულყოფილად არის დახასიათებული ქვემოთ მოცემულ პოსტში:
“You know when two really hot people fuck but their baby is NOT cute? This purse is kind of like that.“
გარდა ლუისის ლუისა, შოუზე ჩანთების ბევრი სხვა ვერსიაც იყო ნაჩვენები – ყველა განახლებული მონოგრამით, პრინტებით და განსხვავებული დიზაინით. ზოგიერთ მათგანზე სახალისო ფრაზებიც იყო წარმოდგენილი.
ბოლოს კი შოუს მთავარი ვარსკვლავი – მარკი და
პირდაპირი მინიშნება.