1998 წლის 6 ივნისს, HBO-ს ეთერში “სექსი დიდ ქალაქში” პირველად ვიხილეთ. სერიალი 4 განსხვავებულ ქალზე მოგვითხრობს, რომელთა პრობლემები და სიტუაციები ყველა ქალისთვის მარტივი გასაგებია. შოუს ეთერში გასვლის შემდეგ სერიალის მთავარმა პროტაგონისტმა, ქერი ბრედშოუმ ფეშენისტების გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. სერიალში მოდას განსაკუუთრებული ადგილი უჭირავს. გუშინ საკულტო სერიალს 21 წელი შეუსრულდა, ამიტომ გავიხსენოთ ქერის საუკეთესო ლუქები.
ქერი დიორის გაზეთის პრინტიან კაბაში


ქერი ალაიას სამოსში

ქერი კელვინ კლაინის მინიმალისტურ კაბაში
“როდესაც ცხოვრება ასეთი დამაბნეველი ხდება, მხოლოდ ერთადერთი რამის გაკეთება შეგიძლია… დაესწრო დიდებულ წვეულებას”

ქერი ვივიენ ვესტვუდის მინი-ქვედაბოლოში


თეთრი პერანგი ერმესის ქამრით, რომელიც ახლაც თანამედროვედ გამოიყურება


ბრიტანული სტილით ინსპირირებული ლუქი


ფრანგი გოგოს სტილი: ქერი სონია რიკელის კაბით

ქლოის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 1997-2001 წლებში სტელა მაკარტნი იყო. ფოტოზე ქერის სტელა მაკარტნის ქლოის სამოსი აცვია.

ქერი კომ დე გაღსონის მოსაცმელითა და ჯიმი ჩუს ფეხსაცმლით

რა შეიძლება ჩაიცვა, როდესაც ვოგის ოფისში პირველად მიდიხარ? ქერიმ არჩევანი ვივიენ ვესტვუდზე შეაჩერა.


დიორის ფეხსაცმელები და თეთრი ყვავილიანი კაბა, რომლის დიზაინიც იუჯინ ალექსანდრს ეკუთვნის

