გრემის მფლობელმა ამერიკელმა რეპერმა, ქარდი ბიმ Rebook-თან კოლაბორაციით სავარჯიშო სამოსის კოლექცია შექმნა. Summer Fine Collection-ისთვის ქარდის ინსპირაცია 1990-იანი წლების ესთეტიკა და მისი Coney Island-ის მოგონებებია. “ძალიან ვამაყობ ჩემი ახალი კოლაბორაციით Rebook-თან.” განაცხადა ქარდიმ, “კოლექციაში ყველა ქალისთვის შესაფერისი სამოსია, რომელიც მათ თავს სექსუალურად და თავდაჯერებულად აგრძნობინებს. სამოსი, რომელიც წელში გამოყვანილია და ფორმებს ხაზს უსვამს, ნემისმიერ სხეულს გახდის დაუვიწყარს.”

იისფერ და წითელ ფერებში გადაწყვეტილ კოლექციაში, სავარჯიშო სამოსის გარდა, 2 ახალ სნიკერს ვხვდებით, Club C Cardi და Club C Double სნიკერები ისევე, როგორც დანარჩენი კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება. მნიშვნელოვანია ზომების მრავალფეროვნებაც, ქარდიმ 2XS-დან 4XL-მდე ზომებზე იმუშავა, რათა შეძლებისდაგვარად ყველა წონის ადამიანმა შეძლოს კოლექციის მორგება.

ქარდისა და რებოკს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან იწყება, თუმცა მაშინ რეპერს მხოლოდ კამპანიებში ვხედავდით, 2020 წლის ნოემბერში კი, მათი პირველი კოლაბორაცია – Club C-ს სნიკერები ვიხილეთ.