2021 წელს, როდესაც მსოფლიო ახალ რეალობაშია და როდესაც მოდაში უამრავი ტრენდია, შოპინგისას არჩევანის გაკეთება რთულია. რა იქნება, თუ დასახმარებლად ასტროლოგიას მივმართავთ? ასტროლოგმა მადი მერფიმ ვოგისთვის ერთგვარი გაიდლაინი შექმნა, თუ რომელი ფეხსაცმლის ტრენდი შეეფერება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს. “ასტროლოგია თვითგამოხატვის ერთ-ერთი ხერხია” ამბობს მადი, “ისევე როგორც პერსონალური სტილი, ის თუ როგორ სამოსს ირჩევ.” რატომ არ გაგვეერთიანებინა ეს ორი?
ვერძი
ვერძები საკმაოდ ენერგიულები არიან, შესაძლოა ითქვას მათ ერთგვარი სპორტული ენერგიაც აქვთ. ასე რომ, თვალისმომჭრელი დიდი სნიკერი ზუსტად ის არის, რათ მათ სჭირდებათ.
Converse Run Star Hike Hi Nike Dunk High “Spartan Green” Crosty DRO Avocado Sneakers Balenciaga Triple S
კურო
კუროს არქიტიპი მშენებელი, მცველია, თუმცა კუროს უყვარს სიამოვნება, ის ცხოვრებით ტკბება. ამიტომ მას რამე მსუბუქი, ყვავილებიანი, ან ბუმბულებიანი მოუხდება.
Gucci Floral Flip-flops Amina Muaddi “Adwoa” Pumps Carolina Herrera Satin Flower Heels Manolo Blahnik Elia Pumps
ტყუპები
ტყუპებს არანაირი სიმაღლე, ფორმა თუ დიზაინი არ აშინებთ. მათ შეუძლიათ ყველაზე არაორდინალური ტრენდები სიამაყით მოირგონ და სხვა სამოსსაც შეუხამონ.
Bottega Veneta Wedge Sandals Balenciaga Crocs Salvatore Ferragamo Sansu Sandals Staud Rio Sandals
კირჩხიბი
მერფის თქმით, ყველა კირჩხიბს უყვარს გარდამავალი ფერები. ასე რომ მათთვის ასტროლოგმა კომფორტული, თუმცა ფერადი ფეხსაცმელი შეარჩია.
Aquazzura Sole Leather Sandals Etro Butterfly Sandals Ancient Greek Flat Sandals Camper Atonika Flat Sandals
ლომი
ლომებს შთაბეჭდილების დატოვება უყვართ, მათ შოუს დადგმა ბუნებრივად გამოსდით. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში უნდა იყონ, ამიტომ ფეხსაცმელიც შესაბამისი სჭირდებათ.
Bottega Veneta Leather Ankle Boots UGG × Molly Goddard Slippers Daisy-print Twill Platform Sandals Marc Jacobs x Julie Verhoeven Boots
ქალწული
ქალწულებისთვის მნიშვნელოვანია დახვეწილი სექსუალურობა, მოსწონთ მინიმალიზმი და ამიტომ მათი არჩევანი ყოველთვის ამართლებს.
THE ROW Constance Mid-heel Leather Sandals Studio Amelia 3.43 50mm Leather Sandals Gianvito Rossi 85mm Puffy Napa Mule Heel Sandals Stuart Weitzman Lyla 75 Asymmetric Leather Mule Sandals
სასწორი
სასწორები ფუფუნების მოყვარულები არიან, მათ მერფი აღწერს, როგორც სიყვარულისა და ბალანსის ნიშანს. მათ მოსწონთ ცნობილი დიზაინერების ნივთები, რომლებიც ყოველთვის ტრენდულია.
Chanel Two Tone Beige Black Slingback Heels Pumps Gucci Marmont Sandal Burberry Vintage Check Slingback Pumps Fendi Velvet Block-Heel Slides
მორიელი
მორიელი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნიშანია, რასაც მათი ინტელექტიც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მათი სტილიც ინტელექტუალური და სექსუალურია.
Jimmy Choo Lalia Sandals Magda Butrym Crystal-embellished 105mm Keather Sandals Prada Patent Leather Slingbacks Givenchy Triangle Mules
მშვილდოსანი
მშვილდოსნები თავისუფლებისა და თავგადასავლების მოყვარულები არიან. მათ მოსწონთ განსაკუთრებული ნივთები, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ.
LOEWE Soft Derby Lace-up Shoes Stella McCartney Elyse Platforms Comme Des Garçons Play x Converse 70 Hi sneakers Raf Simons Solaris-1 Low Shoe
თხის რქა
თხის რქები პრაგმატულები არიან, თუმცა უყვართ ძვირადღირებული, ხარისხიანი ნივთები. მათ არ აინტერესებთ ტრენდები, მათ საქმიან სტილს მხოლოდ მარადიული დიზაინი უხდება.
CHRISTIAN LOUBOUTIN Kronobotte 85 Leather Knee Boots Khaite York Knee-high Riding Boots Nicholas Kirkwood MIRI Stretch Boots Burberry sculptural Kitten-heel Lambskin Pumps
მერწყული
მერწყულებს უყვართ ექსპერიმენტები და მხიარულება, მათი სტილიც არაა გამონაკლისი. მაგალითად ჰარი სტაილსი შეგვიძლია ავიღოთ, მერფის თქმით ის ნამდვილი მერწყულია.
Maison Margiela 70mm Tabi Slingback Pumps JW Anderson Chain Loafer Mules Trek-sole Leather Mary Jane Shoes Paco Rabanne Pointed-toe Ankle Boots
თევზები
მერფი თევზებს მეოცნებეებს უწოდებს. მათი ჰაეროვანი და მოსიყვარულე ხასიათი გარშემომყოფებს დადებითი ენერგიით მუხტავს. მათი სტილიც მსუბუქი და რომანტიკულია.
Etro x Gianvito Rossi Ballerina Shoes Paris Texas Crocodile-effect 95mm Sandals Moschino Logo-print Low-heel Mules Proenza Schouler Strappy Slip-on Leather Sandals