მოდის ფოტოგრაფიაში წამყვან პერსონებზე საუბრისას, ყოველთვის ახსენებენ ტიმ უოლკერს – ბრიტანელ ფოტოგრაფს, რომელმაც აღიარება ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში მოიპოვა. უოლკერმა კარიერა 1994 წელს დაიწყო, როცა რიჩარდ ავედონის ასისტენტი გახდა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობისას, უოლკერმა მოდის არაერთ ავტორიტეტულ ჟურნალთან და წამყვან დიზაინერთან ითანამშრომლა. ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა, სხვადასხვა დროს, მოეწყო ისეთ სივრცეებში, როგორიც არის მაგალითად “ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი”.

დასამახსოვრებელ კამპანიებთან ერთად, უოლკერის პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ფოტოებს, რომლებიც გასცდნენ მხოლოდ სრულყოფილი კადრების სტატუსს და ნამდვილ ფოტოგრაფიულ ჰიტებად იქცნენ. თვალი გადავავლოთ ტიმ უოლკერის გამორჩეულ ნამუშევრებს W Magazine-ის არქივიდან.

ტილდა სუინტონი. 2018 წელი, W Magazine.
2018 წელი, W Magazine.
2010 წლის ოქტომბრის გამოცემა, W Magazine.
ჯენიფერ ლოურენსი. 2012 წლის ოქტომბერი, W Magazine.
2015 წლის თებერვალი,W Magazine.
ტიმოთი შალამე. 2019 წლის თებერვალი, W Magazine.
2013 წლის დეკემბერი, W Magazine.
2012 წლის მარტი, W Magazine.
ტილდა სუინტონი. 2013 წლის მაისი, W Magazine.
მარგო რობი. 2019 წელი, W Magazine.
2014 წლის მაისი, W Magazine.
დენიელ დეი ლუისი. 2017 წლის დეკემბერი, W Magazine.
2018 წელი, W Magazine.
ედი რედმეინი. 2019 წელი, W Magazine.
2014 წლის აპრილი, W Magazine.
იმოჯენ პუტსი. 2015 წლის თებერვალი, W Magazine.
2012 წლის ნოემბერი, W Magazine.
ტილდა სუინტონი. 2013 წლის მაისი, W Magazine.
მარიონ კოტიარი. 2012 წლის დეკემბერი, W Magazine.
ტილდა სუინტონი. 2014 წლის სპეციალური გამოშვება, W Magazine.