წარმატებული თანამრშრომლობის შემდეგ, Call Me By Your Name-ის რეჟისორი ლუკა გუადანინო და და მსახიობი ტიმოთი შალამე ახალი პროექტის ფარგლებში კვლავ ერთიანდებიან. ამჯერად, ტიმოთის გუადანინოს ახალ საშინელებათა ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლზე ვიხილავთ. Bones & All – ასე ჰქვია დაანონსებულ ჰორორს, რომელიც კამილ დეანჯელისის ამავე სახელწოდების რომანის კინოადაპტაცია იქნება. ფილმის სიუჟეტი 16 წლის მოზარდი გოგონას, მარენის ირგვლივ ვითარდება, რომელიც საკუთარ თავში კანიბალიზმისაკენ მიდრეკილებებს აღმოაჩენს. მარენი მამის ძებნას დაიწყებს იმ იმედით, რომ საკუთარი პიროვნების შესახებ მეტს შეიტყობს. მარენის პერსონაჟს 26 წლის ამერიკელი მსახიობი ტეოლორ რასელი შეასრულებს.
ლუკა გუადანინოს და ტიმოთი შალამეს დაანონსებული თანამშრომლობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. უცნობია, როგორი იქნება იმ გმირის ისტორია, რომელსაც ჰოლივუდის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი განასახიერებს.