ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი 2022 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. სიახლე დღეს დილით გახდა ცნობილი. ბრენდ Mugler -ის დამფუძნებელი 73 წლის იყო.

გარდა მოდის დიზაინერობისა, მუგლერის რეზიუმე ფოტოგრაფობას და რეჟისორობასაც მოიცავდა. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ჯორჯ მაიკლის 1992 წელს გამოსული ‘Too Funky-ის’ ვიდეო კლიპის შექმნაზე. კოსტუმებს ქმნიდა თეტრალური წარმოდგენებისთვისაც, მათ შორის არის ფრანგული კომედიის თეატრში დადგმული შექსპირის მაკბეტი. ტიერი  შოუმენი დიზაინერების პიონერად ითვლება, მისმა შემოქმედებამ გზა გაუკვალა ისეთ სახეებს, როგორებიც არიან ჯონ გალიანო, ალექსანდრ მაკქუინი და რიკარდო ტიში.