ცნობილი ადამიანების ჩაცმის სტილი მილიონობით ადამიანს შთააგონებს. განსაკუთრებით სოციალური ქსელების ერაში, როცა იმიჯი და ჩაცმულობა უამრავ ფაქტორს განსაზღვრავს. ჰეილი ბიბერი, ქენდალ ჯენერი, ემილი რათაკოვსკი.. ეს იმ “ინსტა” გოგონების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჩაცმულობასაც ყოველი ჩვენგანი ადევნებს თვალს და ზოგჯერ, როდესაც მაღაზიებში საკუთარ სამოსს ვარჩევთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, სწორედ მათ მაგალითზე დაყრდნობით ვაკეთებთ არჩევანს. ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია, ეგრეთ წოდებული “ტრენდსეტერები” ყოველთვის არსებობდნენ და მომავალშიც იარსებებენ, მათ კი, ვისაც მოდურად ჩაცმის სურვილი აქვს, მიჰყვებიან ტრენდებს და მოდის ტენდენციებს. მთავარი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ინდივიდუალიზმი და ტრენდების საკუთარ სტილზე მორგება. 

როგორ ვაქციოთ სტილის ვარსკვლავების ყოველდღიური ჩაცმულობა შთაგონების წყაროდ კოპირების გარეშე, ამასთან ბიუჯეტურად? გთავაზობთ ყველასთვის საყვარელი სელებრითების რამდენიმე ლუქის ბიუჯეტურ იდეას Stradivarius-ის კოლექციიდან.

ქენდალ ჯენერი

კლასიკური ბეჟი შარვალი და თეთრი პერანგი ყოველთვის კარგი იდეაა. თუმცა იმისთვის, რომ ლუქი ზედმეტად მასკულინური ან მკაცრი არ იყოს, პერანგის შიგნიდან თეთრი მაისური იდეალური გამოსავალია.

მსგავსი ნივთები Stradivarius.com/ge-ზე:  

ჰეილი ბიბერი 

საშემოდგომო მულტიფუნქციური ლუქი ჰეილი ბიბერის სტილში ადვილი ასაწყობია. Camel ქურთუკი, ყელიანი ტოპი და კლასიკური შარვალი ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელს, აქსესუარსა და სამკაულს შეგიძლიათ შეუხამოთ. 

მსგავსი ნივთები Stradivarius.com/ge-ზე: 

ემილი რათაკოვსკი

ტყავის შარვალი ნებისმიერი ლუქის მთავარი “ატრიბუტია”, შესაბამისად მასთან დანარჩენი სამოსი, სჯობს, მინიმალისტური იყოს. მაგალითისთვის ავიღოთ ემილი რათაკოვსკი, რომელმაც ის თეთრ პერანგთან და რუხი ფერის ბლეიზერთან დააწყვილა.

მსგავსი ნივთები Stradivarius.com/ge-ზე: 

ბელა ჰადიდი

ცივ ამინდში ყოველდღიური საქმეებისთვის კომფორტული სამოსი მნიშვნელოვანია, ხოლო ინსპირაციისთვის ბელა ჰადიდის მარტივი, თუმცა ტრენდული ლუქი კი მარტივი ასაწყობია. 

მსგავსი ნივთები Stradivarius.com/ge-ზე: 

კაია გერბერი

“ქეჟუალ” სტილის ვარსკვლავი კაია გერბერი ყოველთვის კარგად გამოიყურება, ხოლო მისი კარგი სტილის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მინიმალიზმია. Მისი ლუქები არასდროსაა გადატვირთული, რისი ერთ-ერთი მაგალითიც აღნიშნული ლუქია – ნაქსოვი ყელიანი ტოპი და ფართე ჯინსი. 

მსგავსი ნითები Stradivarius.com/ge-ზე: 

ჯიჯი ჰადიდი 

ჯინსი და ბლეიზერი ყოველთვის კარგი იდეაა. Რა თქმა უნდა, გააჩნია რა დანიშნულება აქვს ლუქს, ჯიჯი ჰადიდის ეს ლუქი შესაძლოა ჩვეულებრივი ჯინსით “გაიმეოროთ”, თუმცა “ripped” ჯინსი არაფორმალური გარემოსთვის კომფორტული და მოდური არჩევანია. 

მსგავსი ნივთები Stradivarius.com/ge-ზე: 

Tags :