19 ნოემბერს, ლოს ანჯელესში გამართულ Governors Awards -ის ცერემონიაზე, მსახიობი მარგო რობი Bottega Veneta-ს კოსტიუმში გამოჩნდა. მარგო რობის Bottega Veneta-ს მწვანე კაბაში დანახვა მოდის მოყვარულებისათვის საკმაოდ მოულოდნელი არჩევანი იყო, რადგანაც მსახიობი 2018 წლიდან Chanel-ის ამბასადორია, შესაბამისად წითელ ხალიჩასა, თუ სხვა საჯარო ღონისძიებებზე მას მოდის სახლის სამოსით გამოჩენის ვალდებულება ჰქონდა. თუმცა, Governors Awards-ის წითელ ხალიჩაზე ამ იმიჯით მისვლა იმაზე მიუთითებს, რომ Chanel-სა და მარგო რობის შორის თანამშრომლობა დასრულდა.

რობის ამგვარ გამოჩენას მალევე გამოეხმაურა მოდის პრესა და ბლოგები. როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები ხუმრობით აღნიშნავდნენ, “მარგო რობი Chanel-ის ტყვეობიდან გათავისუფლდა” და ამიერიდან მისგან საინტერესო იმიჯს უნდა ველოდოთ. ამ ამბავს მოჰყვა მიმების სერია, რომელთა ავტორები ხაზს უსვამენ ფაქტს, თუ როგორ შეცვალა მსახიობის განწყობა Chanel-ის ტარების ვალდებულებისაგან გათავისუფლებამ.

“მარგო რობის სახეზე გამოჩნდა ღიმილი, რომელიც ამბობს: “ჩემი კონტრაქტი Chanel-თან დასრულდა” – სწორედ ასე შეაფასა Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მსახიობის გამოჩენა დაჯილდოების ცერემონიაზე.

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო მიმს, რომელიც მარგო რობისა და Chanel-ის კონტრაქტის დასრულებას ეხება.

წყარო: Diet Prada