საკულტო ისლანდიელმა მუსიკოსმა – Björk-მა ახალი კლიპი გამოაქვეყნა. მუსიკალური ვიდეო გადაღებულია კომპოზიციაზე სახელწოდებით atopos, რომელიც არტისტის დაანონსებულ ალბომში შევა. ვიდეო Björk-ისათვის დამახასიათებელი სიურეალისტური ესთეტიკით გამოირჩევა – სიუჟეტი სოკოების მიწისქვეშა ჯუნგლებში ვითარდება.
ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს კოსტიუმები, რომელიც ბიორკის ახალი ვიდეოს და ზოგადად ალბომის კონცეფციას იდეალურად მიესადაგა. კლიპის სხვადასხვა სცენაში Björk-ს ვხედავთ Burberry-ის, Vanessa Bon-ისა და Daniel Del Core-ის კოსტიუმებში.
რაც შეეხება დაანონსებულ ალბომს, მუსიკალური კრებული სახელწოდებით fossora 2022 წლის 30 სექტემბერს გამოიცემა.