თაობა “ზეტს” ახალი ფავორიტი სერიალი აქვს და ეს HBO-ს თინეიჯერული დრამა “ეიფორიაა”, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ზენდაია და მსახიობად ქცეული მოდელი, ჰანტერ შეფერი ასრულებენ.

ისტორია 17 წლის თინეიჯერი რუს და მისი მეგობრების გარშემო ვითარდება. სექსი, ნარკოტიკები, ტრავმა, სოციალური მედიის გავლენა, გულისტკენა, მეგობრობა – ის თემებია, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე თინეიჯერული დრამის ნაწილია და გამონაკლისს არც “ეიფორია” წარმოადგენს. სერიალმა გარდა ღრმა და დრამატული თინეიჯერული თემებისა, პრესის ყურადღება ვიზუალური ეფექტებითა და ესთეტიკითაც დაიმსახურა.

სერიალს განსაკუთრებით “Beauty” ლუქები გამოარჩევს, რომლებიც პერსონაჟების წარსულისა და მათი იდენტობის წარმოჩენაში დიდ როლს თამაშობს. სერიალში გამოყენებულმა მაკიაჟმა, რომელიც 60-იანებითაა ინსპირირებული, თაობა “ზეტის” ყურადღება მალევე მიიპყრო. ინტერნეტში გაჩნდა ჰეშთეგები და იუთუბ ვიდეოები, სადაც ფანები საკუთარ თავზე ცდიდნენ სერიალით შთაგონებულ მაკიაჟს.

“მაკიაჟი ემოციებს აღძრავს და შეუძლია ირონიის, მხიარულების, წინააღმდეგობრიობის, უშიშრობის, აშლილობის, დაუცველობის, სიყვარულის ნდომის, მისგან თავის დაღწევის, დელირიუმის, გულისტკენის, დაბნეულობის, ხელახლა მოვლენის, სურეალიზმის, ფიქრის, შფოთვის და, რა თქმა უნდა, ეიფორიის გამოხატვა” – დანიელა დეივი, “ეიფორიას” მაკიაჟის მთავარი არტისტი

“ეიფორიას” მაკიაჟი ახალი თაობისთვის ტრენდად იქცა. როგორც მაკიაჟის არტისტი, დანიელა დეივი ამბობს, მისი შთაგონების წყარო თვით თაობაა, რომელსაც ის ინსტაგრამის საშუალებით ადევნებდა თვალს. დანიელა აცხადებს, რომ მოსწავლეები სკოლაში მსგავსი მაკიაჟით დადიან და თუ ინტერნეტში ატეხილ ხმაურს გავითვალისწინებთ, “ეიფორიამ” გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა ახალ თაობაზე, უბიძგა მათ, რომ მაკიაჟთან მიმართებაში უფრო თამამები და ექსპერიმენტულები გამხდარიყვნენ, ისევე, როგორც ქალები 60-იანებში იყვნენ.

მედის მაკიაჟის ლუქები:

View this post on Instagram

Maddy’s goes goth, Episode 8, Euphoria. This was a different look for Maddy, who at this point has not emerged from her darkness, but has just in fact admitted to it — her addiction to Nate despite his abuse. The tiny rhinestones that float in the dark shadow show the perfect amount of hope glimmering through, AND they help her eyes not fall into complete darkness in our moody lighting. @alexademie took the lead with this look and asked for a bold black bullet-like eyeshadow shape with a silver accented eyelid. @kirinrider brought the look into our Euphoria world by adding the gemmies and picking out a super reflective silver eyeshadow combined with a matte black. I love how she finished the look with simple nude glossy lips. Our costume designer @heidibivens added a black rhinestone-covered veil, which was insane, and is pictured in this group of pics. Speaking of this VEIL, did anyone else catch how that totally correlated with how the other girls talk about how Maddy and Nate will probably end up married one day?! Hence, total goth bride vibes. @melaniestylez added a strip of gems to Alexa’s hair part, which totally completes this look. I can’t WAIT to see what Mel does with everyone’s hair next season. Make sure y’all follow her so you don’t miss out! // For Maddy’s products please see @kirinrider ‘s post of this look. // Swipe to see film stills and a makeup close-up. #euphoriahbo #euphoriahbomakeup #maddyeuphoria #rhinestonehairpart #gothbride #rhinestonegoth

A post shared by d o n i e l l a d a v y (@donni.davy) on

ქეთის მაკიაჟის ლუქები:

View this post on Instagram

tonight @hbo ❣️?

A post shared by barbie ferreira (@barbieferreira) on

ჯულსის მაკიაჟის ლუქები

რუს მაკიაჟის ლუქები:

ქესის მაკიაჟის ლუქები: