ლონდონში ბრიტანული მოდის საბჭოს მიერ გამართული ყოველწლიური დაჯილდოვება – Fashion Awards გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ინდუსტრიაში მოღვაწე მნიშვნელოვან ფიგურებთან ერთად სელებრითები, მოდელები, მუსიკოსები და მსახიობები გამოჩნდნენ.

საღამო Royal Albert Hall-ში გაიმართა და წამყვანი წელს მსახიობი ჯოდი თერნერ-სმიტი იყო, რომელმაც სცენაზე Gucci, 6Arlington, Richard Quinn და Robert Wun მოირგო. დაჯილდოვების მთავარი გამარჯვებულები პიერპაოლო პიჩოლი და ბელა ჰადიდი გახდნენ, რომლებმაც წლის დიზაინერისა და წლის მოდელის ჯილდოები მიიღეს.

წითელ ხალიჩაზე ყურადღების ცენტრში ჯოდი თერნერ-სმიტი გუჩიში, ჯორდან დანი Stephane Rolland-ში, და ნაომი ქემფბელი და ფლორენს პიუ Valentino-ში იყვნენ.

გთავაზობთ საღამოს საუკეთესოდ ჩაცმულთა სრულ სიას: