საკულტო კლუბი Berghain შესაძლოა 2022 წლის ბოლოს დაიხუროს. კლუბი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გასართობი ადგილია. სპეკულაცია მის დახურვაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ Ostgut Ton-ი, ბერგჰაინის მფლობელობაში მყოფი ხმის ჩამწერი ლეიბლი და სააგენტო დაიხურა.
Faze Magazine-ის თანახმად, კლუბის შიდა წრიდან ანონიმურმა წყარომ მათ შეატყობინა, რომ “ბერგჰაინი სამუდამოდ იხურება, რაც 2022 წლის ბოლოს მოხდება. ერთ-ერთმა დამაარსებელმა უკვე გამოისყიდა საკუთარი წილი და დატოვა კლუბი. მათ [დამაარსებლებს] უბრალოდ აღარ სურთ კლუბის მართვა და ცხოვრებაში სხვა გეგმები აქვთ.”
ამასთან, ცნობილი ხდება ისიც, რომ დიდი ალბათობით, ბერგჰაინს სხვა ღამის კლუბის მმართველებს არ გადააბარებენ, “ამჟამად ჩვენ რამდენიმე იდეაზე ვმუშაობთ, მაგალითად ჩავაბაროთ მმართველობა ახალგაზრდებს ან უბრალოდ გავყიდოთ ის, თუმცა როგორც ჩანს, ეს არავისთვის არ არის სასურველი.” იმავე წყაროს განცხადებით, მათ არ სურთ კლუბის არც სახელოვნებო სივრცედ გადაკეთება, როგორც ეს პანდემიის დროს იყო.
ბერგჰაინი პირველად 1998 წელს გაიხსნა, სახელით Ostgut, თუმცა 2004 წელს მისი კონცეფცია სრულად შეცვალეს Michael Teufele-მ და Norbert Thormann-მა და ტექნო კლუბად აქციეს. ამჟამად ბერგჰაინში 250-ზე მეტი თანამშრომელი და ათობით რეზიდენტია დასაქმებული.
ოფიციალური კომენტარი კლუბის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.