პაპარაცების ფენომენმა და სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო მეტად გაგვაცნო სხვადასხვა ინდუსტრიის ვარსკვლავების პირადი ცხოვრება – მომენტები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და ცხოვრების ის ეტაპები, როდესაც მათაც ის საჭიროებები აქვთ, რაც ნებისმიერ ჩვენგანს. სოციალური მედიისა და გამომწერებისათვის, ერთ-ერთი აქტუალური თემა ე.წ. სელებრითი მშობლები და მათი ცხოვრების წესია. ვარსკვლავები უკვე ხმამაღლა საუბრობენ დედობის საწყის ეტაპზე, გამომწერებს გამოცდილებას და არსებულ გამოწვევებს უზიარებენ და რაც მთავარია – ინსტაგრამზე ატვირთული ვიდეოების მეშვეობით, ბავშვის დაბადებით გამოწვეულ ცვლილებებზე ყვებიან.
ბოლოდროინდელ ტენდენციას თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ კინოს, მუსიკის, მოდის თუ სხვა ინდუსტრიის ცნობილი სახეები უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან, უფო ხშირად ჩნდებიან მათთან ერთად საჯარო სივრცეებში. შესაბამისად, ერთი შეხედვით ძალიან პრაქტიკულმა და საჭირო გამოყენების ნივთმა – საბავშვო ეტლებმა იმაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ოდესმე ჰქონდა. საუბარია მსოფლიო მასშტაბით წამყვანი ბრენდების მოდელებზე, რომლებიც დღეს არამხოლოდ ბავშვის გადაადგილების კომფორტული, მარტივი და უსაფრთხო საშუალება, არამედ ძვირადღირებული აქსესუარიც არის.
ჟიზელ ბიუნდჰენი / CYBEX ბრედლი კუპერი / CYBEX ბეჰატი პრინსლუ / Mima
მაშინ, როცა ვარსკვლავების ვიზუალის თითოეული დეტალი საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრშია, აუცილებელი გახდა, რომ საბავშვო ეტლები მათი იმიჯის ნაწილი იყოს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვიზუალზე დაფუძნებული იმიჯი. ვარსკვლავები ხშირად მაგალითის მიმცემებად აღიქმებიან – ცნობილი მშობლები ახალბედა დედებისათვის ერთგვარ გამამხნევებელ მესიჯსაც გასცემენ.
ქენდის სვეინპოლი / CYBEX გალ გადოტი / Babyzen YOYO ალექსანდა გერარდი / Mima
საბავშვო ეტლების მწარმოებელმა წამყვანმა ბრენდებმაც კარგად გაიაზრეს მზარდი მოთხოვნა ისეთ პროდუქტზე, რომლებიც არამხოლოდ ბავშვის უსაფრთხოებას და კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ ვიზუალურ მხარეზეც არის ორიენტიებული. შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდა ისეთი ბრენდების მოდელები, როგორებიც არის CYBEX, Mima, Babyzen YOYO
სარა ჯესიკა პარკერი / CYBEX კიმ კარდაშიანი / Babyzen YOYO როზი ჰანტინგტონი / CYBEX
ამ ბრენდებმა იმდენად დიდი ევოლუცია მოახდინეს ეტლების წარმოებაში, რომ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთზე – ჩვენ ვსაუბრობთ ძვირადღირებულ, მოდურ აქსესუარზე, რომლის დიზაინი ზოგ შემთხვევაში დიზაინერებთან კოლაბორაციით არის შექმნილი. მაგალითად, CYBEX-ის სახელგანთქმული საბავშვო ეტლი, რომლის დიზაინი თავად ჯერემი სკოტს ეკუთვნის.
Cardi B / CYBEX by Jeremy Scott ჯერემი სკოტი /CYBEX by Jeremy Scott ნიკი ჰილტონი / CYBEX by Jeremy Scott
საერათაშორისო მასშტაბით ცნობილი ბრენდები, ცხადია, ქართველი მომხმარებლის ყურადღებასაც იპყრობს. ამ შემთხვევაში გასაკუთრებით კარგი ამბავია ის, რომ საქართველოში მსოფლიო წამყვანი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია არსებობს. CHIC BEBE მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტთან ერთად, სრულყოფლ მომსახურებას სთავაზობს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აქ წარმოდგენილი ბრენდები იმდენად მრავალფეროვანია, რომ სასურველ მოდელს გათვალისწინებული ბიუჯეტის მიხედვით მარტივად შეარჩევთ. წარმოდგენილი მოდელების დათვალიერებას კი, მითითებულ ბმულებზე შეძლებთ: