დეივიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის ნიშნობის შემდეგ, საერთაშორისო მედიის ყურადღება კიდევ ერთი ბექჰემის მეორე ნახევარმა მიიქცია. დეივიდის და ვიქტორიას მეორე შვილის, რომეო ბექჰემის მეგობარი გოგონას ფოტოები Victoria Beckham-ის ბრენდის ინსტაგრამზე გამოჩნდა. Mia Regan ვიქტორიას დამატებით ხაზს უწევს რეკლამას.
Mia Regan
Victoria Beckham-ისთვის

მია ინგლისელი მოდელია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული სამოდელო სააგენტო, Storm Models წარადგენს. როგორც ბრიტანული პრესა წერს, 17 წლის მოდელს ბექჰემების ოჯახთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს.
Romeo Beckham & Mia Regan

