1998 წლის 12 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე, სტად დე ფრანსზე ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონატი ოტ-კუტიურის ჩატარების დროს დაემთხვა, ამ წელს ივ სან ლორანს მოდაში მოღვაწეობის 40 წელი უსრულდებოდა, ამიტომ ჩემპიონატის ფინალი ივ სან ლორანის ჩვენებით გაიხსნა, რომელზეც 1958-1998 წლების განმავლობაში შექმნილი მოდის სახლის 300 საუკეთესო ლუქი იყო წარმოდგენილი.
ჩვენება 6 ნაწილად იყო დაყოფილი და განსხვავებულ თემებს მოიცავდა, მათ შორის – პოპ არტს, ხელოვნებას, გლამურსა და აღმოსავლეთს. თითოეულ ნაწილს 50 მოდელი წარადგენდა.
ჩვენება ივ სან ლორანის საკულტო შავი სმოკინგითა და ვან გოგის და მონდრიანის ნამუშევრების შთაგონებით შექმნილი ლუქებით გაიხსნა. ბრაზილიის დროშის ყვითელი და მწვანე, ხოლო საფრანგეთის ლურჯი, თეთრი და წითელი ფერები სან ლორანის ვარდისფერმა და ნარინჯისფერმა გადაფარა.
ჩანაწერი ჩემპიონატის ფინალის გახსნიდან:
ივ სან ლორანის მოდაში 40 წლის აღსანიშნავად 15 წუთიან შოუს ორგანიზება 900-მა ადამიანმა გაუწია, მათ შორის 70 თმის სტილისტი და მაკიაჟის სპეციალისტი, 130 სტილისტი და 200 ტექნიკური პერსონალი იყო. შოუ ტელევიზიით 1,7 მილიარდმა ადამიანმა იხილა.
პოდიუმი ცის იმიტაციას ქმნიდა.
ჩვენების ბოლოს მოდელები პოდიუმზე გამოსახულ ივ სან ლორანის ლოგოზე განლაგდნენ. შოუს მუსიკალურად აფორმებდნენ: Metal Voice, Carla Bruni, Katoucha, Laetitia Casta, Adriana Karembeu and Noémie Lenoir.
‘’ძალიან ემოციური იყო ამდენი მაყურებლის და სტადიონზე ფერების გაშლის ნახვა – არაჩეულებრივი მომენტი იყო.’’ – ივ სან ლორანი
‘’ვფიქრობ, ასეთი შოუ აქამდე არასოდეს დაუდგამთ – 300 მოდელითა და ორგანიზატორების ასეთი რაოდენობით.’’ – პიერ ბერჟი, ივ სან ლორანის მეორე ნახევარი.
ივი და პიერი თამაშსაც დაესწრნენ.
ჩვენების ჩანაწერი: