სილამაზესთან დაკავშირებული ტენდენციები ყოველთვის წარმოადგენდა მოდური ჟურნალების ინტერესის საგანს. მაკიაჟი, როგორც თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება, პრიალა ფურცლებზე მრავალი სახით გვინახავს. ვოგის გვერდებზე ვიზაჟისტების მიერ სახასიათო პერსონაჟებად ქცეული მოდელები თქვენთვის შეიძლება გახდეს ინსპირაცია, როდესაც საკუთარი თავისთვის ახალი beauty look – ის შერჩევას დაიწყებთ. წარმოგიდგენთ ვოგის სხვადასხვა ქვეყნის გამოცემების ხუთ ედითორიალს სილამაზის თემაზე და აქვე შემოგთავაზებთ გამოყენებული პროდუქტების ანალოგს ქართულ ბაზარზე. მითითებული პროდუქტები ეკუთვნის კოსმეტიკურ ბრენდ Delfy -ის (www. delfycosmetics.ge ). პროდუქციის ძირითადი ნაწილი დამზადებულია თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და იწარმოება ევროპის წამყვანი ქვეყნების წამყვან ქარხნებში: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.
Vogue Netherlands მარტი 2018
მოდელი: Luna Bijl
ფოტოგრაფი: Richard Burbridge
სტილისტი: Dimphy Den Otter
მაკიაჟის არტისტი: Peter Philips
თმა: Ward Stegerhoek

ჰოლანდიური ვოგის 2018 წლის მარტის ნომერი წინა პლანზე წევს ვიზაჟის ხელოვნებას. გამოცემისთვის მომენტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ლუნა ბაილი პიტერ ფილიპსის ფერად მაკიაჟს წარმოაჩენს. რიჩარდ ბარბრიჯის მოდელის სახეზე ფოკუსირებული კადრები თვალსაჩინოს ხდის მკვეთრი ფერების შესანიშნავ შერწყმას და გარეგნობის განსხვავებული გზებით ტრანსფორმირების ხიბლს.
Delfy-ის პროდუქტები, რომლებიც მსგავსი მაკიაჟის შექმნაში დაგეხმარებათ.
თვალის ჩრდილები – Saphire, Bubble Gum
თვალის ფანქარი – Space
ტუჩსაცხები – Formula One, Hot Pink
ტუჩის ფანქარი – 020
ფრჩხილის ლაქი – Sky Blue, Brigitte, Amore

Vogue Paris მაისი 2012
მოდელი: Natasha Poly
ფოტოგრაფი: Mario Sorrenti
სტილისტი: Geraldine Saglio
მაკიაჟის არტისტი: Karim Rahman
თმა: Bob Recine

ფერადი და, ამავდროულად, ფუტურისტულია ნატაშა პოლის მაკიაჟი პარიზის ვოგის 2012 წლის მაისის ნომერში. კარიმ რაჰმანმა ერთმანეთს შეუასაბამა თვალის ჩრდილების იასამნისფერი პალიტრა და წითელი ტუჩსაცხი, შედეგი კი არაჩვეულებრივი მიიღო. ტოპ მოდელის სახეზე ვიზაჟისტის მიერ მაკიაჟის პროდუქტებით წარმოდგენილი გარდამავალი ფერები მარიო სორენტის გადაღებულ სურათებზე მხატვრულ ღირებულებას ატარებს.
Delfy-ის პროდუქტები, რომლებიც მსგავსი მაკიაჟის შექმნაში დაგეხმარებათ:
ტუჩსაცხი Aurora Red-English Rose #112
თვალის ჩრდილების პალიტრა

თვალის ჩრდილი – Saturn
3D მოცულობის ტუში
Vogue Japan მაისი 2020
მოდელი: Kris Grikaite
ფოტოგრაფები: Luigi & Iango
სტილისტი: Anna Dello Russo
მაკიაჟის არტისტი: Peter Philips
თმა: Luigi Murenu

მაკიაჟის პროდუქტების გამოყენებით შექმნილ ფერების შესანიშნავ კომბინაციას ვხვდებით იაპონური ვოგის 2020 წლის მაისის ნომერშიც. პიტერ ფილიპსის კრის გრიკაიტესთვის გაკეთებული შთამაგონებელი მაკიაჟი ბადებს სურვილს იყო უფრო გაბედული, როდესაც საქმე მაკიაჟის საშუალებით საკუთარი თავის გამოხატვას ეხება.
Delfy-ის პროდუქტები, რომლებიც მსგავსი მაკიაჟის შექმნაში დაგეხმარებათ:
ტუჩსაცხები – Melange 040, Melange 010, Velvet Matt – Poppy Red

თვალის ჩრდილები – Bubble Gum, Radiant Orchid, Saturn, Papaya, Saphire, Silver
ტუში/ლაინერი – Perfection
Vogue Paris მარტი 2020
მოდელი: Abby Champion
ფოტოგრაფი: Gregory Harris
სტილისტი: Virginie Benarroch
მაკიაჟის არტისტი: Benjamin Puckey
თმა: Shon Ju

მათთვის კი, ვისთვისაც ჰოლივუდის ოქროს წლების გლამურია მიმზიდველი, ინსპირაციად პარიზის ვოგის 2020 წლის მარტის ნომერი გამოდგება, რომელშიც ები ჩემპიონი მერილინ მონროს განასახიერებს ფილმიდან – „ჯელტმენებს ქერები ურჩევნიათ.“ ბენჟამინ ფაქიმ ქერა ბომშელის სახე, პირველ რიგში, ტუჩებზე აქცენტის გაკეთების გზით შექმნა და ამისთვის ტუჩსაცხის მუქი ვარდისფერი და წითელი ტონალობები გამოიყენა.
Delfy-ის პროდუქტები, რომლებიც მსგავსი მაკიაჟის შექმნაში დაგეხმარებათ:
ტუჩსაცხები – Fuchsia Rosa, Magenta


წყალგამძლე ტუში

ფრჩხილის ლაქი – Carmine Matte

Vogue Australia მაისი 2018
მოდელი: Elsa Hosk
ფოტოგრაფი: Steven Pan
სტილისტები: Juan Cebrián & Paloma Abad
მაკიაჟის არტისტი: Violette
თმა: Brian Buenaventura

თუ თვლით, რომ თქვენს პერსონას უფრო ცივი მაკიაჟი შეესაბამება, მაშინ ავსტრალიური ვოგის 2018 წლის მაისის ნომრის ედითორიალი დაგაინტერესებთ ელსა ჰოსკის მონაწილეობით. Victoria’s Secret – ის ანგელოზი ერთდროულად გულგრილ და ექსტრავაგანტულ სახეს ვიოლეტას შექმნილი თამამი მაკიაჟის მორგებით ქმნის. სტივენ პენის ფოტოები უკავშირდება უმეტესი ჩვენგანისთვის ბოლო პერიოდისთვის განსაკუთრებით ნაცნობ განცდას, რომ გლითერები ზედმეტი არასდროს არის.
Delfy-ის პროდუქტები, რომლებიც მსგავსი მაკიაჟის შექმნაში დაგეხმარებათ:
ტუჩსაცხი – Lily Beige

თვალის ჩრდილი – Saphire

ფრჩხილის ლაქი – Jeans

გლიტერები – Daisy, Smoke, Silver, Metallic

Delfy-ის პროდუქციის სრულად სანახავად, ეწვიეთ ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდს (www. delfycosmetics.ge და ასევე Facebook გვერდს ( www.facebook.com/delfygeorgia )