„იმოგზაურე, სანამ შეგიძლია“, ასეთი ფრაზები მოგზაურობის მოყვარულებს ხშირად ესმით მეგობრებისა და ნათესავებისგან, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. აქ ჩნდება კითხვა, ნუთუ არ არსებობს ბავშვთან ერთად მოგზაურობის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა?! რა თქმა უნდა, არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვნების მშობლებს საბოლოო ჯამში დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის ტოლფასი საქმე უწევთ, ეს მაინც ჯობია ახალი ქვეყნებისა თუ ქალაქების ნახვაზე საერთოდ უარის თქმას.

გასათვალისწინებელი სულ რამდენიმე მარტივი life hack-ური მეთოდია, რომლებიც პატარებთან ერთად ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ მოგზაურობას ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

დარწმუნდით, რომ თან მიგავთ ზუსტად ის რაც აუცილებელია

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შესაძლოა მოგეჩვენოთ რომ ბავშვს ყველაფერი დასჭირდება, რაც სახლში მოგეპოვებათ – ასე არ არის. დაგეგმვა რამდენიმე კვირით ადრე შეგიძლიათ დაიწყოთ და გადაანაწილოთ ნივთები/ტანსაცმელი, რომელიც ნამდვილად აუცილებელია და რა არ არის აუცილებელი. დიახ, ბავშვის ბარგი ისედაც ძალიან დიდ ადგილს იკავებს, შესაბამისად სასურველია მისი შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შემცირება. შესაბამისად სამოსთან ერთად დიდი კომფორტია კომპაქტური ეტლიც, რომელიც მგზავრობისას მინიმალურ ადგილს დაიკავებს. (მაგალითად Babyzen YOYO).

დაგეგმეთ მგზავრობა ბავშვის ძილის დროს

მით უმეტეს, თუ ფრენას აპირებთ, ბავშვის ჩათვლით ყველასთვის იდეალური ვარიანტი ბორტზე მძინარე ბავშვია. თუ მგზავრობთ ბავშვთან, რომელსაც სიარული უკვე შეუძლია, შეგიძლიათ აეროპორტში მიხვიდეთ 30 წუთით ადრე და მისცეთ მას აეროპორტში თამაშის, სირბილის და გართობის საშუალება, რათა ბორტზე ნაკლები ენერგიით ავიდეს. ამასთან, აუცილებლად იყავით ყურადღებით ჩასხდომის გამოცხადებისას – მშობლები მცირეწლოვანი ბავშვებით ყოველთვის ერთ-ერთი პირველები ადიან ბორტზე.

აუცილებლად აიტანეთ ბორტზე საბავშვო ეტლი ან/და მანქანის სავარძელი

მნიშვნელოვანი ფაქტორები მხოლოდ ფრენის დროს კომფორტი არაა – გასათვალისწინებელია დიდი აეროპორტების ფაქტორი და უკან დაბრუნების პროცესიც და ხშირად, მანამ სანამ საჭირო გეითამდე ან გეითიდან გასასვლელამდე მიხვალთ, ძალიან დიდი ხანი გიწევთ სიარული. შესაბამისად, კომფორტული, მსუბუქი და მოსახერხებელი ეტლი, რომელიც სამგზავრო ჩანთაში თავსდება და თვითმფრინავის სალონის სათავსოში მარტივად ეტევა (Babyzen Yoyo) თქვენი საუკეთესო მეგობარია. ბავშვების საყვარელი ეტლები ასევე მათი დაძინების შანსებს დიდად ზრდის – მყუდროდ მოთავსების გარდა ბონუსი ნაცნობი გარემოს ნაწილია, რომელიც ბავშვს მეტ კომფორტს უქმნის.

არ დაგავიწყდეთ ეტლის მნიშვნელოვანი აქსესუარები

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საჭირო წამლების, საკვების, მალამოების და ა.შ. მარაგი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა გარემოფაქტორებიც, მაგალითად, წვიმა, მზე/სიცხე ან მწერები. თანამედროვე ეტლებზე მაგრდება მწერებისგან დამცავი ბადეები, ორთოპედიული ბალიშები, ქოლგები, ჭიქის ჩასადები ბევრ სხვა აქსესუართან ერთად, რომელიც თქვენი და თქვენი პატარას მოგზაურობას ბევრად უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს გახდის.

წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი

რა თქმა უნდა, არავის სურს პატარა ბავშვთან ერთად აეროპორტში რამდენიმე საათი გადადებული რეისის ლოდინი, თუმცა ეს ყველას დაგვმართნია (ბავშვთან ან ბავშვის გარეშე) შესაბამისად მოემზადეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პატარასთან ერთად გადაიტანოთ. გარდა იმისა, რომ უნდა გქონდეთ 2 წყვილი გამოსაცვლელი ტანსაცმელი და გაჯეტები საბავშვო-გასართობი ვიდეოებით უნდა გაავსოთ, პატარების გასართობი კიდევ ერთი უტყუარი საშუალება – ახალი სათამაშოები არსებობს.

ყველაფერი, რაც მოგზაური დედებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ერთ სივრცეშია თავმოყრილი – CHIC BEBE-ში საუკეთესო ხარიხსა და მომსახურებას უკვე წლებია სთავაზობენ ქართველ მომხმარებლებს. CHIC BEBE არის ეტლების წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და აქვეა მათ შორის, როგორც უკვე აღინიშნა, სამოგზაუროდ იდეალური მოდელი BABYZEN YOYO, ისევე როგორც ბევრი სხვა საინტერესო რამ.

Chicbebeshop.ge

Instagram.com/chicbebebarcelona

Facebook.com/YoyoGeorgia