საქართველოში დაგეგმილი ახალი მასშტაბური პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად გასულ წელს გავრცელდა. ის “კოკა-კოლას” ყოფილი ქარხნის 27 800 კვ.მ უნიკალურ სივრცეში ხელოვნების, მოდის, კულტურისა და განათლების ცენტრის მოწყობას გულისხმობს, რომელსაც “Factory” ერქმევა.
„საქართველოში განსაკუთრებულად ნიჭიერი ხელოვანები ცხოვრობენ,“ – განაცხადა პროექტის იდეის ავტორმა სოფო ჭყონიამ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში. „მათ ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით პანდემიის დასრულების შემდეგ. კრეატიული ინდუსტრიები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის ინსტიტუციები, ორგანიზაციები, რომლებიც ხელოვანებს ეხმარებიან ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.“
აღსანიშნავია, რომ Factory-ის სივრცეში მოდის პირველი სკოლაც გაიხსნება. „ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველოსთვის მოდის სკოლა აუცილებელია,“ – აღნიშნა სოფომ WWD-სთან საუბრისას. „აქ დიზაინერების უმეტესობა თვითნასწავლია, მათ კი განათლება სჭირდებათ და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ სკოლა საერთაშორისო იქნება.“
უკვე ცნობილია როგორი იქნება მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის ახალი სკოლა. სანამ მის გახსნას მოუთმენლად ველოდებით, საშუალება გვეძლევა ვნახოთ რა სახე ექნება პროექტს, რომელზეც დავით ქოიავამ იმუშავა.