რიანამ საცვლების ბრენდის – Savage x Fenty-ის ფიზიკური მაღაზიების გახსნა დააანონსა სიახლე დიზაინერმა და პოპვარსკვლავმა საკუთარი Instagram-ის მეშვეობით გაავრცელა. ეს არ იქნება ტრადიციული ხასიათის დაწესებულებები – როგორც მოსალოდნელი იყო, Savage x Fenty კონცეპტუალურ მაღაზიებს გახსნის, სადაც მომხმარებლები შოპინგის მრავალფეროვან გამოცდილებას მიიღებენ.

2022 წლის განმავლობაში, სივრცეები თავდაპირველად შეერთებული შტატების მასშტაბით გაიხსნება. ლას ვეგასი, ლოს ანჯელესი, ფილადელფია, ჰიუსტონი, ვაშინგტონი – ეს ის დიდი ქალაქებია, სადაც Savage x Fenty-ის პირველი მაღაზიების კარი მომხმარებლისათვის გაიღება.

Savage x Fenty 2018 წელს დაარსდა. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის საცვლების ბრენდი, რომელიც ყველა ზომის, გენდერის, ინტერესებისა და კულტურული იდენტობის მქონე ადამიანისათვის ქმნის კოლექციას. თავად კომპანიის დამაარსებლის, Rihanna-ს ხედვით, ბრენდის კონცეფცია ინკლუზიურობასა და ლოიალობაზეა დაფუძნებული.