ორი დღის წინ რიანამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მას მხოლოდ თავისი საცვლების ბრენდის Savage x Fenty-ს ბოქსერები აცვია. ფოტოზე ჩანს ასევე რიანას გულსაკიდი, ინდუისტური ღმერთის, განეშას გამოსახულებით.
“ადამიანთა რელიგიის სექსუალურ ჭრილში გამოყენება გავლენისთვის მიუღებელია” ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს კომენტარებში, “არ მესმის რა არის მიზანი ღმერთი ნაგეშის გულსაკიდისა, როდესაც რეკლამას უკეთებ შენს საცვლებს, ჩვენი კულტურა შენი კოსტიუმი არ არის.”
ამასობაში, ცნობილი ხდება რომ Savage x Fenty-ს ღირებულება მილიარდს აღწევს და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 2025 წლისთვის ის წამყვანი საცვლების კომპანია იქნება ინდუსტრიაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რიანას რელიგიურ/კულტურულ მისაკუთრებაში სდებენ ბრალს. 2019 წელს ჩინური Harper’s Bazaar-ისთვის ჰქონდა ფოტოსესია თემატიკით “საკულტო სტილის მქონე დასავლელი ვარსკვლავისა და აღმოსავლური ესთეტიკის შერწყმა”, ფოტოსესიისთვის რიანა გააკრიტიკეს, რადგან ის ჩინურ ნაციონალურ კოსტიუმებში გამოჩნდა.

გასულ წელს, რიანამ Savage x Fenty-ს გაზაფხული/ზაფხული 2021 წლის ჩვენებისთვის Chloe-ს სიმღერა Doom გამოიყენა, რომელშიც ისლამური რელიგიის წმინდა ტექსტის, ჰადიტის ნაწყვეტებია გამოყენებული. აღნიშნული ინციდენტის გამო რიანამ ინსტაგრამის მეშვეობით მუსლიმ გამომწერებს ბოდიში მოუხადა.