მოდის კვირეულების ციებ-ცხელებამ ჩვეული ეპატაჟით ჩაიარა. ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში დიზაინერებმა 2023 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექციები წარადგინეს და არაერთი დაუვიწყარი მომენტიც შექმნეს. თუმცა კვირეულებზე ყურადღებას მხოლოდ ის არ იპყრობს, რაც პოდიუმზე არის ნაჩვენები. იქ, სადაც შოუები იმართება, უამრავი ადამიანი თავიანთი ჩაცმულობით წარმოაჩენს მომენტის ტენდენციებს, ინდივიდუალურ სტილს თუ ერთმანეთისგან განსხვავებულ თამამ გადაწყვეტილებებს.
უკვე მრავალი წელია ქუჩის მოდა შთაგვაგონებს და გვკარნახობს თუ რა ჩავიცვათ რეალურ ცხოვრებაში. სხვა სეზონების მსგავსად, ამჯერადაც, გარკვეული ტრენდები გამოიკვეთა. მათ შორის გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც შეგიძლიათ საკუთარ თავზეც სცადოთ. Massimo Dutti-ის ახალ კოლექციაში თქვენ შეძლებთ ნახოთ სამოსი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ აქტუალური სტილი.
კლასიკური პიჯაკი და შარვალი ერთ ფერში
ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება საქმიანი იმიჯის მქონეთათვის. გასული სეზონების მსგავსად, ეს სტილი მოდის კვირეულებზე ამჯერადაც შესამჩნევი იყო. მონოქრომული ლუქის შესაქმნელად Massimo Dutti-ის კოლექციაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი დიზაინისა თუ ფერის პიჯაკი და შარვალი.
Massimo Dutti-ის კოლექცია
მთლიანად დენიმი
2000-იანი წლების ტენდენციები აქტუალურობას არ კარგავს. მთლიანად დენიმი განსაკუთრებით პოპულარული სწორედ ამ დეკადაში იყო. მიმდინარე სეზონზე მხოლოდ დენიმის სამოსის არაერთი საუცხოო კომბინაცია ვიხილეთ.
Massimo Dutti-ის კოლექცია
ვერცხლისფერი ბზინვარე სამოსი
მაქსიმალიზმის მოყვარულებისთვის ეს შესანიშნავი არჩევანია. მილანის მოდის კვირეულის არაერთი სტუმარი სწორედ ასე იყო შემოსილი. თუ გსურთ მათსავით შესამჩნევი იყოთ, ტანსაცმლის შერჩევისას შეგიძლიათ იგივე გადაწყვეტილება მიიღოთ.
Massimo Dutti-ის კოლექცია
ბლეიზერი და ჯინსი
კვირეულებზე „Smart Casual“ სტილი კვლავ განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. თუ ის თქვენთვისაც მიმზიდველია, ჩაიცვით ერთად ყოველდღიური და ფორმალური სამოსი. შეარჩიეთ ჯინსი და ბლეიზერი, რომლებსაც აქსესუარებს თქვენი გემოვნების მიხედვით შეუსაბამებთ.
Massimo Dutti-ის კოლექცია
ვარდისფერი
ვალენტინომ ფუქსიის ფერი თანამედროვე მოდის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად აქცია. ის სხვა ბრენდების შემოქმედებაშიც გაჩნდა და ამ ფერის მიმართ აქამდე არნახული ინტერესიც გამოიწვია. ვარდისფერის ამ მკვეთრმა ტონალობამ, ფერადი სამოსის მოყვარულების გარდერობი კიდევ უფრო გადაახალისა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოდის კვირეულებზე ქუჩებში ვარდისფერი სამოსით არაერთი ადამიანი გამოჩნდა.
Massimo Dutti-ის კოლექცია