K-pop, დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით მრავალმილიარდიანი ბიზნესია, მის პოპულარობას კი, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი სამხრეთ კორეულმა ჯგუფმა – BTS-მა. რეკორდული რაოდენობის გაყიდული ალბომი, Youtube-ის ლიდერის პოზიცია, რეკორდული მაჩვენებელი ჩარტებში, გრემის წარმოუდგენლად ბევრი ისტორიული ნომინაცია და გამარჯვებები – ამ გარემოებების გათვალისწინებით, BTS ყველაზე გავლენიან ბენდად იქცა.
BTS-ის ასეთი გავლენის დამაგვირგვინებელი აკორდი აღმოჩნდა ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა Time-მა ის წლის შემაჯამებელ ნომინაციებში ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა და Entertairner Of The Year – ტიტული მიანიჭა. როგორც ვრცელ სტატიაშია ნათქვამი, ალტერნატიულ რეალობაში, რომელშიც პანდემიის გარეშე 2020 წელი იგულისხმება, ეს კორეული K-pop ბენდი კიდევ უფრო მეტ სიმაღლეებს დაიპყრობდა.