ჟან პოლ გოტიე კარიერის დასაწყისში პიერ კარდენის ასისტენტი იყო. თავისი სახელით კოლექციები პირველად 1976 წელს წარადგინა. მისი ჩვენებების შთაგონება ხშირად არის ქუჩის სტილი და პოპ კულტურა. გოტიე ცნობილია პროვოკაციულობით და ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 80-იანებში პოდიუმზე მოდელებთან ერთად პლუს ზომის ქალები და ასაკოვანი მამაკაცები გამოჰყავდა. ის ხშირად ეთამაშებოდა გენდერის ტრადიციულ იდეებს, რაც კრიტიკასთან ერთად მის პოპულარობასაც იწვევდა.

ჟან პოლ გოტიე განსაკუთრებული ჭრებისთვის, კონუსისებური ბიუსჰალტერისთვის და მოდაში სოციოპოლიტიკური იდეებისადმი მგრძნობიარე მიდგომით არის ცნობილი. 1992 წლის 2 სექტემბერს კი ყველა ეს ელემენტი amfAR-ისთვის მოწყობილ ჩვენებაზე გაერთიანდა. amfAR შიდსის კვლევის ამერიკული ორგანიზაციაა. შიდსი 80-90-იანებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება იყო, რომელმაც 1990 წელს გოტიეს მეგობარი ბიჭიც იმსხვერპლა.

მადონა და ჟან პოლ გოტიე amFAR-ისთვის გამართულ ჩვენებაზე

‘’ეს საღამო თავის დაცვაზე იქნება… ატარეთ რეზინი და დაიცავით საკუთარი თავი’’ – განაცხადა შოუს დაწყებამდე გოტიემ – ‘’ვფიქრობ მოდას შეუძლია ადამიანები დააფიქროს… და მნიშვნელოვანი იქნება თუ გამოვიღვიძებთ და გავაცნობიერებთ რა ხდება სამყაროში’’

amfAR-ისთვის გამართული ჩვენება ლოს-ანჯელესში Shrine Auditorium-ში ჩატარდა. ღონისძიებაზე, რომელსაც ლეგენდარული ფოტოგრაფი ჰერბ რიტზი და მადონა უძღვებოდნენ, შიდსის კვლევისთვის $700 000 შეგროვდა. ჩვენების გარემო პარიზული ქუჩების სტილში მოეწყო ქუჩის განათებებითა და სკამებით, 630 სტუმრის წინაშე 140-ზე მეტი ლუქი იქნა წარმოდგენილი. ჩვენებაზე მადონამ მოულოდნელად ჟაკეტი გაიხადა, რათა მკრედი გამოეჩინა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, რადგან, როგორც The Montreal Museum of Fine Art-ის ხელმძღვანელმა განახაცხადა: ‘’ძველი რეჟიმის დროს, მამაკაცის მიერ ფეხების გამოჩენა მისი ფალოსური ძალის სიმბოლო იყო. მადონას მიერ მკერდის გამოჩენა გოტიეს კონუსისებურ ბიუსჰალტერში კი ქალურ ძალაუფლებაზე მიუთითებს’’. ჩვენების თემაც სწორედ ეს იყო: გათავისუფლება.

‘’ჟან პოლის მსგავსად ზედა და ჟაკეტი უნდა მცმოდა, მაგრამ ბოლო წუთს გადავწყვიტე, ზედის გარეშე გასვლა უკეთესი იქნებოდა’’ – მადონა

‘’ჟან პოლ გოტიეს მოდის სამყაროში’’ სუზი მენქსი წერს: ‘’ქალების სექსუალურმა გათავისუფლებამ, რომელიც 1960- იანებში დაიწყო, კულმინაციას გოტიეს მადონას Blond Ambition მსოფლიო ტურისთვის შექმნილი კოსტიუმის დიზაინით მიაღწია 1990 წელს. ამ ‘’მეამბოხე კორსეტით’’ მომენტმა სცენა და პოდიუმი გააერთიანა და საერთაშორისო აუდიტორიამ დიზაინერის კონუსისებური ბიუსჰალტერის ხედვა იხილია, რომელიც მან პირველად პოდიუმზე ადრეულ 80-იანებში წარმოადგინა’’.

‘’ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ტურს და ამ კოსტიუმებს ასეთი გავლენა ექნებოდა მუსიკაზე, მედიაზე, მოდასა და ზოგადად პოპ კულტურაზე, თანაც ხანგრძლივი, რაც, რა თქმა უნდა, მშვენიერია. გენდერის იდეაზე თამაში თუ რა არის მამაკაცური ან ფემინური და მათთვის თეატრალური, იუმორისტული სახის მიცემა – რაღაც მხრივ პოლიტიკური განცხადება იყო’’ – განაცხადა მადონამ მის Blond Ambition ტურზე.

ჩვენებაზე ისეთი ვარსკვვლავებიც გამოჩნდნენ, როგორებიც არიან: ბილი აიდოლი და Red Hot Chili Peppers-ის ენტონი კიდისი და ფლია.

Dr Ruth and Billy Idol at amFAR, 1992

მადონას გამოსვლა ჩვენებაზე: