1987 წლის 27 ოქტომბერს პრინცესა დიანა Birthright Gala-ს დაესწრო, რომელზეც ქეთრინ უოკერის დიზაინით შექმნილი იასამნისფერი საღამოს კაბა ეცვა. თუმცა ყურადღების ცენტრში ლუქის მთავარი აქსესუარი, იასამნისფერი ჯვარი იყო.

ჯვარი Attallah-ს საკუთრებაში 1980-იანი წლებიდანაა და საჯაროდ ის მხოლოდ პრინცესა დიანას ეკეთა. ჯვარი მუზეუმშიც არასდროს გამოფენილა, თუმცა ახლა მისი აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.დაახლოებით 5.25 კარატის ჯვარი უნიკალური დიზაინითაა შექმნილი, იასამნისფერი კი, სამეფო ოჯახთან ასოციაციით არის გამოყენებული.

ჯვარი ლონდონში, სოთბის აუქციონზე გაიყიდება. “პრინცესა დიანას ნაქონი სამკაულები ბაზარზე ძალიან იშვიათად ჩნდება, განსაკუთრებით ისეთი შთამბეჭდავი ნივთი, როგორიც ატალას ჯვარია. ფერადი და გამორჩეული ჯვარი პრინცესა დიანას განსხვავებული და გამბედავი სტილის სიმბოლოა, რომელიც მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამომჟღავნდა.” – განაცხადა კრისტიან სპოფორტმა, სოთბის სამკაულების განყოფილების დირექტორმა.

სოთბიში ჯვრის ღირებულება ჯერ-ჯერობით არ გაუსაჯაროვებიათ.