1993 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გრანჟმა მაღალ მოდაში შეღწევა დაიწყო. სიეტლიდან წამოსული მუსიკოსების განწყობა ნიუ-იორკში მარკ ჯეიკობსის პერი ელისისთვის შექმნილ კოლექციაში და ანა სუის ჩვენებაზეც გამოვლინდა. მაგრამ იტალიაში დაფუძნებული ბრენდების შოუებში ახალი დამოკიდებულება ჯერ ისევ არ ჩანდა. მათ შორის იყო პრადაც, რომლის კოლექციაში შეიძლებოდა რომანტიზმის და ბოჰემური ელემენტების შემჩნევა, მაგრამ არა გრანჟის.

Prada Spring/Summer 1993. © Prada

მიუჩიას 1992 წელს გამართულ შოუზე წარმოდგენილი კოლექცია ნაზი და მინიმალისტური იყო, რომელიც სანაპიროს გარემოს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე როკ კონცერტს.

Prada Spring/Summer 1993. © Prada

თვალი გადავავლოთ გამორჩეულ დეტალებს ჩვენებიდან;

Prada Spring/Summer 1993. © Prada

წელის ქამარზე, სამკლაურებსა და ჩოკერებზე მიმაგრებული ყვავილები ამ აქსესუარებს უფრო ფემინურს ხდის.

Prada Spring/Summer 1993. © Prada & Condé Nast Archive

ზამშის ფეხსაცმელები მუხლებამდე თასმებით არის შეკრული.

Prada Spring/Summer 1993. © Prada

კოლექციაში ფორმალური პიჯაკების სხვადასხვა დიზაინს ვხვდებით, მათ შორის მკლავების გარეშე. ისინი ძირითადად ყავისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი.

Prada Spring/Summer 1993. © Prada

ჩვენებაზე მოდელებმა საცურაო კოსტუმები და მათ გარედან ჩასაცმელი სამოსიც წარადგინეს.

Prada Spring/Summer 1993. © Prada

დასამახსოვრებელი დეტალია ამოჭრილი ვარსკვლავები, რომლებიც ტოპებს, შარვლებს, პიჯაკებს და კაბებს აფორმებს.

Prada Spring/Summer 1993. © Prada
Prada Spring/Summer 1993. © Prada

კოლექციას ფოჩებიანი კაბები აგვირგვინებს, რომლებიც მიუჩიას საუცხოო შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

Prada Spring/Summer 1993. © Prada

ასეთია პრადა ნეილონის ბრენდის განუყოფელ ნაწილად ქცევამდე და ცუდი გემოვნების კარგად, მიმზიდველად გარდაქმნამდე.

პრადას 1993 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია კარლა ბრუნის მონაწილეობით;

© Prada

ფოტოგრაფი: სტივენ მეიზელი

© Prada