4 თებერვალს, პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა. გრანდიოზული ღონისძიება 20 თებერვლამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 2871 ათლეტი 80-ზე მეტი ქვეყნიდან.

ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი მაყურებლის წინაშე რალფ ლორენის მიერ შექმნილი ფორმებით გამოჩნდა.ამერიკული მოდის ლეგენდა, რალფ ლორენი თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის ფორმებს 2008 წლიდან ქმნის.

“ჩვენი უნიფორმის ესთეტიკა წარმოადგენს თანამედროვე სპორტულ ლუქს, რომელსაც აქვს შესამჩნევი ახლებური იერი და შექმნილია მოდის მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით,” – განმარტავს ამერიკელი დიზაინერი პრესასთან საუბარში.

აშშ-ის მასშტაბით, კოლექცია გაყიდვაში უკვე გამოვიდა. რალფ ლორენის სხვა ხაზებთან შედარებით, ოლიმპიადის ფორმის ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია.მისი ღირებულება 20 დოლარიდან იწყება.