სამოსი მოდური ჩვენებებში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა საკმარისი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისეთი დიზაინერის ჩვენებებზე ვსაუბრობთ, როგორიც ჯონ გალიანოა, რომელიც განსაკუთრებული თეატრალურობით გამოირჩევა. დიზაინერის ხედვის გამოვლენაზე სამოსთან ერთად დიდ როლს თამაშობს სწორად შეურჩეული გარემო, მუსიკა, მოდელები, მაკიაჟი და ვარცხნილობა. სასურველი შედეგის მიღწევაში დიზაინერს ბევრი ადამიანი ეხმარება. გალიანოს შემთხვევაში ასეთი ადამიანი პატ მაკგრათია.

პატი ინგლისში დაიბადა და, როგორც თვითონ ამბობს, დიდი გავლენა დედამისმა იქონია, რომელიც “სილამაზის პროდუქტებზე დამოკიდებული” იყო. 2017 წელს მაკგრათს ამერიკულმა საბჭომ (CFDA) დამფუძნებლის ჯილდო გადასცა. პატმა საკუთარი სილამაზის ხაზიც შექმნა. მისი სილამაზის პროდუქტები ყოველ 40 წამში იყიდებოდა, რითაც გაყიდვების რეკორდიც მოხსნა. წელს ჟურნალმა “Time” პატი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

პატ მაკგრათი

პატს თითქმის ყველა დიდ ბრენდთან უთანამშრომლია და მისი მაკიაჟი ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელია, მაგრამ პატისა და გალიანოს დუეტი შეიძლება ითქვას, რომ მოდის ინდუსტრიაში დიზაინერისა და მაკიაჟის არტისტის საუკეთესო ტანდემია. გავიხსენოთ მაკგრათის ჯადოსნობით შექმნილი სილამაზის ლუქები გალიანოს შოუბისთვის.

CHRISTIAN DIOR COUTURE SS04 Christian Dior’s SS04

 Getty Images

 John Galliano’s AW07

CHRISTIAN DIOR COUTURE AW11

 Getty Images

Christian Dior Fall 2010 Couture

 Getty Images

Christian Dior Fall 2009

 Getty Images

Dior Couture S/S 2007

John Galliano S/S 2010

Christian Dior S/S 2011 Couture

Christian Dior FALL 2004 READY-TO-WEAR

Christian Dior Fall 2004 Couture

Christian Dior Fall 2003

Chrisitan Dior S/S 2003

Maison Margiela Fall 2015

 Getty Images

Maison Margiela Spring 2016 Couture

 Getty Images

MAISON MARGIELA COUTURE SS17