პარიზის საკლუბო სივრცის ინტიმურ გარემოში Virginie Viard-მა Chanel-ისთვის შექმნილი თავისი მორიგი კოლექციის პრეზენტაცია გამართა. Inez & Vinoodh-ის გადაღებულ ფილმში მოდელები ლეგენდარულ კლუბ Castel-ს სტუმრობენ, მის ცნობილ ვიწრო კიბეებს დაუყვებიან, სამთო კურორტისთვის შესაფერისს ქურთუკებს გასახდელში ტოვებენ და იმ საღამოსთვის განკუთვნილი ლუქით აგრძელებენ თავიანთ გზას.
სამთო და საკლუბო სამოსისთვის დამახასიათებელი ელემენტები, რომლებიც კოლექციაში მოულოდნელ კონტრასტს ქმნის, რა თქმა უნდა, მოდის სახლის კოდებთან ერთიანდება, რომლებიც ჩვენებებზე ყოველთვის წარმოდგენილია.
ფილმში პარიზული ‘Chic’-ის იდეას დასაწყისშივე ვხვდებით, როდესაც შანელის გოგონები ჩვენ თვალწინ დაიანა როსის სიმღერის – “Do You Know Where You’re Going To?”-ის ფონზე მოხდენილები, ჩაშავებული თვალებით ჩნდებიან. შავ-თეთრ კადრებს ფერადი ანაცვლებს, როდესაც ისინი კლუბში ხვდებიან და სხვა სამყაროს ნაწილად გვევლინებიან, რომელიც ახლა განსაკუთრებით საოცნებოა.