პარიზში მამაკაცის მოდის კვირეულის დასრულებისთანავე, 23 იანვარს, ტრადიციულად ოტ-კუტიურ კვირეული ჩატარდება. პირველი ჩვენება დენიელ როუზბერის Schiaparelli იქნება, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. დენიელ როუზბერის სკიაპარელი უკვე მერამდენე სეზონია კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ჩვენებად ითვლება. ასევე 23 იანვარს იგეგმება დიორისა და ჯამბატისტა ვალის ჩვენებებიც.

კვირეულის მეორე დღე შანელის ჩვენებით გაიხსნება. 25 იანვარს ვიხილავთ Jean Paul Gaultier-ის კოლექციას ჰაიდერ აკერმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით. იმავე დღეს იგეგმება Viktor & Rolf-ისა და ვალენტინოს ჩვენებებიც. 26 იანვარს, კვირეულის ბოლო დღეს, ვიხილავთ ფენდის ჩვენებას. რაც შეეხება დასვკნით შოუს, ეს იქნება რობერტ ვუნის სადებიუტო კოლექცია ოტ-კუტიურ კვირეულზე.