ინგლისელი დიზაინერის, მოლი გოდარდის კარიერაში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. 3 წლის წინ, მისი სახელი არავი იცოდა, ახლა ბრიტანული მოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ახალგაზრდა ვარსკვლავია. მან ბადისებრ და გამჭირვალე ქსოვილებს ახალი სიცოცხლე მისცა და ტიული თავის უცვლელ ხელწერად აქცია. საერთაშორისო აღიარება კი, მაშინ მოიპოვა, როდესაც მაყურებელმა BBC – ის სერიალი, „ევას მკვლელობისას“ იხილა. მთავარი გმირის,  ვილენელის, იგივე ოქსანა ასტანკოვას ჩაცმის სტილი მალევე გახდა განხილვის საგანი. განსაკუთრებული ყურადღება  მოლის ვარდისფერმა კაბამ მიიქცია, რომელიც ვილენელს პირველ სეზონში აცვია.

მას შემდეგ, მოლის შემოქმედებას ხშირად ვხედავთ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა, თუ დაჯილდოებებზე. არც 2021 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება ყოფილა გამონაკლისი. გუშინ, ლოს-ანჯელესში, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი კომედიურ მხატვრულ ფილმში, როზამუნდ პაიკი გახდა, ფილმ “I Care a Lot“ -ში შესრულებული როლისთვის.

როზამუნდ პაიკმა დაჯილდოებაზე მოლი გოდარდის კაბა მოირგო.