ამერიკულმა Vogue-მა მაისის ნომრის ყდა გამოაქვეყნა, რომელზეც ორსული Rihanna-ს ფოტოა დაბეჭდილი. ფოტოზე რიანას აცვია Alaïa-ს წითელი კოსტიუმი პიტერ მიულეს კოლექციიდან. ვრცელ სტატიაში Rihanna საუბრობს პირად ცხოვრებაზე, ორსულობაზე, ტანისამოსის შერჩევასა და ორსული ქალების სხეულსა და სტილთან დაკავშირებულ ზოგად სტერეოტიპებზე.

.

ვიმედოვნებ, რომ შევძელით ხელახლა განგვესაზღვრა, რა მიიჩნევა “ნორმად” ორსული ქალებისათვის. ჩემი სხეული ახლა წარმოუდგენელ რამეს აკეთებს. არ ვაპირებ, ამ პროცესის შემრცხვეს. ეს არის დრო, როცა მხოლოდ საზეიმო განწყობა უნდა გქონდეს. რატომ უნდა დამალო საკუთარი ორსულობა?!” – აღნიშნავს რიანა სტატიის ავტორთან საუბრისას.

კაბა: Jean Paul Gaultier By Glenn Martens. ფეხსაცმელი: Alaïa 

ინტერვიუში რიანამ თავის მუსიკალურ კარიერაზეც ისაუბრა. დაახლოებით 6 წლის წინ, ინდუსტრიის ყველაზე დიდმა პოპ ვარსკვლავმა, მოულოდნელად შეწყვიტა ახალი ნამუშევრების გამოქვეყნება, თუმცა, ამ დრომდე, არასდროს უთქვამს, რომ მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი აღარ არის. Vogue-თან საუბრისას, Rihanna-მ 2016 წლის სტუდიურ ალბომს სახელწოდებით – Anti-ს, თავისი შემოქმედებითი კვალი უწოდა. როგორც თავად აღნიშნა, მომავალ პროექტზე განსხვავებული მიდგომით იმუშავებს, ეს იქნება მეტად ავთენტური, სახალისო და სიამოვნების მიმნიჭებელი პროცესი, რომელიც სრულიად დაცლილი იქნება სტრესისგან.

შეგახსენებთ, რომ Rihanna-ს ორსულობის შესახებ ინფორმაცია იანვარში დადასტურდა – მაშინ, როდესაც მან და A$AP Rocky-მ ახალი ერთობლივი ფოტოსესია გამოაქვეყნეს. 34 წლის რიანასა და 33 წლის A$AP Rocky-სათვის ეს პირველი შვილია.