ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი დაჯილდოების – Grammy 2022-ის ცერემონია გადადო. გადაწყვეტილების მიზეზი ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელება და მასთან საკავშირებული რისკებია.
გრემის რიგით 64-ე დაჯილდოება 31 იანვარს იგეგმებოდა. გასული წლებისაგან განსხვავებით, ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ცერემონია უფრო დიდი მასშტაბებით და სანახაობრივი ელემენტებით ჩატარდებოდა, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, ახალი შტამის გავრცელების მაღალმა მაჩვენებელმა ეს რეალობა შეცვალა. ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ცნობით, ახალი თარიღი უახლოეს მომავალში დაანონსდება. აღსანიშნავია, რომ გრემის გარდა, კიდევ არაერთი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება გადაიდო, მათ შორის არის მოდის ჩვენებები, კინოფესტივალები, მუსიკალური შოუები და ასე შემდეგ.