რაფ სიმონსმა უკვე მეორედ წარუდგინა საზოგადოებას თავისი ბრენდის სახელის ქვეშ შექმნილი ქალის ხაზი – კვლავ მამაკაცის კოლექციასთან ერთად.

“ატარაქსია,” “თავდაჭერილობა,” “დიქოტომია,” “სინქრონულობა,” “თავდადება” და “ერთგულება” ის სიტყვებია, რომელთა შთაგონებითაც ბელგიელმა დიზაინერმა თავისი ახალი კოლექცია შექმნა.

ჩვენებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ოვერსაიზ ქურთუკები, ნაქსოვი სვიტერები და თეთრი პერანგები, აქსესუარად წარმოდგენილი ჩონჩხის მოტივები, თავსაბურავები, ფართო შარვლები, ლოგოდ გამოყენებული ხელწერა და ა.შ. ყველაფერი ისევ რაფის ახალგაზრდული კულტურით შეპყრობაზე მიანიშნებს.

კოლექცია გამოირჩევა ფერთა თამამი და, ამავდროულად, შესანიშნავი შეხამებით, რამაც შესაძლოა რაფის ჯილ სანდერისთვის გამართული ერთ-ერთ საუკეთესო, 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება მოგვაგონოს. სიმონისის კარიერის გამორჩეულ მომენტს გვახსენებს შოუს საუნდტრეკიც – Kraftwerk-ის მომენტს მის 1998 წლის შოუზე.

“არ მინდა ტანსაცმლის წარმოდგენა, მინდა ჩემი დამოკიდებულება, წარსული, აწმყო და მომავალი ვაჩვენო,” – განაცხადა დიზაინერმა. “მოგონებებს და მომავლის ხედვას ვიყენებ – ვცდილობ ისინი დღევანდელ სამყაროში განვათავსო.”

Raf Simons შემოდგომა/ზამთარი 2021