რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 7 თვის შემდეგ, უკრაინელი დიზაინერები ცდილობენ ფეხი აუწყონ რეალობას და განაგრძონ განვითარება. მათ ამაში საერთაშორისო მოდის ინდუსტრია ეხმარება. როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, უკრაინელი დიზაინერების მხარდასაჭერად ახალ საინტერესო ინიციატივებს ყოველთვიურად წარადგენენ. ახლახანს ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა კიევის ხელოვნებისა და მოდის დღეებს უმასპინძლა.
კვირეულის ოფიციალურ კალენდარში ვიხილეთ სვეტლანა ბევზაც. სწორედ Bevza-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა მოდელმა. ახალაიამ უკრაინელი დიზაინერის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან 2 ლუქი წარადგინა.
კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – Vogue.com/Bevza