ყველა თაობის ყველაზე გაყიდვადი ქალი რეპერი 2021 წლის Met Gala-ს არ დაესწრება, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მსგავსად, მეტ გალაზე დასწრებაც მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ. როგორც ნიკი მინაჟი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, თუ ის აიცრება, ეს მეტ გალასთვის არ მოხდება.

“მათ სურთ, რომ მეტ გალასთვის აიცრა, თუ ავიცრები, ეს მეტ გალასთვის არ იქნება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც საკმარის კვლევას ჩავატარებ. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში კი, ჩემო ძვირფასებო, თავს გაუფრთხილდით,” – წერს რეპერი.

ნიკი მინაჟი 2018 წლის მეტ გალაზე, ოსკარ დე ლა რენტას კაბით