2020 წლის უმეტესი დღეები სახლებში გავატარეთ. ეს იყო წელი თავისუფლად გართობის, მოგზაურობის, მეგობრებთან და ახლობთან ერთად დროის გატარების გარეშე. Summer of ’21 – ასე ჰქვია მოდის სახლ Saint Laurent-ის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელმაც ყველაფერი ის გაართიანა, რაც 2020 წელს ასე დაგვაკლდა. მაღალი მოდა, გლამურული წვეულებები, გართობა, ხელოვნება – ამ ყველაფერს ფილმში ორიგინალური ფორმით აღმოაჩენთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის რეჟისორი გასპარ ნოეა. უდაბნოში გამართული შთამბეჭდავი ჩვენების შემდეგ, ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ბრენდის შემოქმედებით მიდგომებში. ვიდეოში, მოდის ინდუსტრიის ცნობილ სახეებთან ერთად, ოსკარის ნომინანტი მსახიობი შარლოტ რემპლინგიც მონაწილეობს.