Victoria’s Secret-ის ტრანსფორმაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ბრენდისთვის ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენს ძველი პრესტიჟისა და დიდების დაბრუნება. თანამედროვე სტანდარტებისა და “Body Positivity” მორგების მცდელობები გრძელდება და ამჯერად ბრენდმა The VS Collective-ის გუნდის ახალი წევრი ნაომი ოსაკა დაასახელა. The VS Collective ბრენდის ინიციატივაა, რომელშიც მათ გააერთიანეს ქალები სხვადასხვა ისტორიებითა და წარმომავლობით, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება მრავალფეროვანი კოლაბორაციებისა და კამპანიების მეშვეობით. გუნდის წევრები არიან ჰეილი ბიბერი, პრიანკა ჩოპრა, ეილინ გუ, ვალენტინა სამპაიო და პალომა ელესერი.
ნაომის პირველი აქტივობა The VS Collective-ის გუნდის წევრის სახელით ბრენდის პოდკასტში მონაწილეობა იყო, სადაც მან ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და ძველ Victoria’s Secret-ზე. “როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს შევდიოდი [ბრენდის] მაღაზიებში და მაინტერესებდა, თუ რატომ არ მგავდა ბილბორდებზე გამოსახული არც ერთი გოგონა. ახლა ამ მხრივ დიდ პოზიტიურ ცვლილებებს ვამჩნევ და მჯერა, რომ მომავალი თაობებისთვის უკეთეს მომავალს ვქმნით.” განაცხადა იაპონელმა ჩოგბურთელმა.