23 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა ნიკოლა ჟესქიერმა ინსტაგრამის მეშვეობით ლუი ვიტონის ახალ სახედ დაასახელა. “ძალიან მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ნაომი ოსაკა, როგორც ლუი ვიტონის ახალი სახე. ნაომი განსაკუთრებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წარმოადგენს თავის თაობას და მისაბაძ მაგალითს ყველასთვის. მისი კარიერა და მიღწევები შთამაგონებელია და მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ის ყოველთვის ნამდვილია და არასდროს მიდის დათმობებზე საკუთარი ფასეულობების წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი, თუ როდის გაგიზიარებთ ახალ პროექტებს ნაომისთან ერთად ამ წელს!” წერს ლუი ვიტონის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ნიკოლა ჟესქიერი თავის ინსტაგრამ გვერდზე.

ქალთა ტენისის ასოციაციამ ოსაკა ნომერ პირველ მოთამაშედ აღიარა და ის პირველი აზიელი ჩოგბურთელია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა, მან Grand Slam-ი 3 ჯერ მოიგო და ამჟამად U.S. Open-ის ჩემპიონია. მოდის ინდუსტრიაში, ბოლო დროს, ნაომი უფრო და უფრო ხშირად გვხვდება, ის ამერიკული ვოგის 2021 წლის იანვრის ნომრის ერთ-ერთ ყდაზეც ვიხილეთ, ენი ლეიბოვიცის ობიექტივში.